ფუტსალის ლიგა 2-ში საფინალო სერიის მეორე შეხვედრაც „თსუ“-მ მოიგო!

ყველა სიახლე
21 ივნისი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ში საფინალო სერიის მეორე შეხვედრაც „თსუ“-მ მოიგო!

19 ივნისს, ბათუმის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, საფინალო სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა. „თესეუელებმა“ „ბსსა“ საკუთარ კედლებში დაამარცხეს და სერიაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც ჯარიმიდან ლაშა ერქომაიშვილმა გამოზომილი გადაცემა გაუკეთა საბა დავითლუიანს და მე-5 ნომერმაც ზუსტად გაუშვა ბურთი კარისკენ.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდები შესვენებაზე მინიმალური სხვაობით გავიდნენ.

მეორე ნახევრის სტარტზე გიორგი თოდუამ მეტოქეს ბურთი აართვა და წამოწყებული შეტევა თვითონვე გოლით დაასრულა - 2:0.

33-ე წუთზე თოდუამ დავითულიანს უპასა და ანგარიში 3:0 გახდა.

38-ე წუთზე გიგი ლომაიამ რამდენიმე კარგ მოგერიებას გოლიც დაუმატა!

„თესეუელთა“ მეკარემ საუკთარი საჯარიმოდან მოახერხა ბათუმელთა კარის აღება.

38-ე წუთზე მოსე ჩიკიროვმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, თამაშის საბოლოო გოლი კი ლაშა ჯიქიას ანგარიშზეა - 1:5.

„თსუ“-მ სერიაში 2 მოგება დააგროვა, გუნდების მესამე შეხვედრა კი 26 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

LIVE – SBM.GE.



  © SBM, 2016-2026