ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალურ სერიაში „თსუ“ დაწინაურდა!

ყველა სიახლე
16 ივნისი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალურ სერიაში „თსუ“ დაწინაურდა!

15 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, "თსუ"-სა და "ბსსა"-ს შორის ფუტსალის ლიგა 2-ის საფინალო სერიის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება, სადაც მაყურებელმა 8 გატანილი გოლი იხილა!

მატჩის სტარტი „ბათუმელთა“ სასაიკეთოდ წარიმართა, სპარტაკ ლომიძემ პირველ 5 წუთში დუბლის შესრულება მოახერხა და საკუთარი გუნდი ორ ბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. „თესეულებმა“ წონასწორობის აღდგენა პირველივე ნახევარში მოახერხეს. რომან კუხიანიძემ ჯერ გიორგი კურტანიძეს გაუკეთა საგოლე გადაცემა, ხოლო რამდენიმე წუთში თვითონ მოახერხა მახვილი კუთხიდან გატანა და ანგარიშის გათანაბრება.

პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეორე პერიოდის დაწყებიდან 3 წუთში, მალხაზ შამილაძის პასს, გიორგი ლორიას გოლი მოჰყვა და 2:3.

29-ე წუთზე საქმეში კვლავ გიორგი კურტანიძე და რომან კუხიანიძე ვიხილეთ, მე-11 ნომრის გადაცემა ისევ კურტანიძის გოლით დასრულდა - 3:3. 34-ე წუთზე სპარტაკ ლომიძემ 10 მეტრიანი დარტყმული გოლად ვერ გარდასახა, საპირისპიროდ კი „თსუ“-მ კიდევ ორი გოლი გაიტანა; ორივე გუნდის კაპიტნის, ლაშა ერქომაიშვილის ანგარიშზეა - 5:3.

მატჩის საბოლოო ანგარიში - 5:3.

თამაშის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ლაშა ერქომაიშვილი დასახელდა.

გუნდების განმეორებითი, მეორე შეხვედრა ბათუმში, 19 ივლისს გაიამრთება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას SBM.GE-ზე შეძლებთ.



  © SBM, 2016-2026