BetssonSBMLeague: "არმიამ" ერთწლიანი პაუზის შემდეგ გრანდ ლიგის ჩემპიონობა დაიბრუნა!
ყველა სიახლე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის გრანდ ლიგის ჩემპიონია.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ძალოვნებმა“ ტიტული დაიბრუნეს და გრანდ ლიგაში გამარჯვება მეოთხედ იზეიმს.
„არმია“ ფინალურ მატჩში ლიგის დებიუტანტ „არსენალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ კი 2-3 დასრულდა.
ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა. შმაგი ჭოხონელიძის და დავით კოხრეიძის გოლებით „არმია“ მე-8 წუთზე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. გიორგი ვასაძემ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, რასაც მალევე მოჰყვა ჭოხონელიძის მეორე გოლიც. არასრულ ერთ წუთში „არსენალი“ მეტოქეს კიდევ ერთხელ მიუახლოვდა, ამჯერად გიორგი ჭანტურიას ზუსტი დარტყმის წყალობით. გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 2-3 გავიდნენ, რის შემდეგაც გოლის გატანა ვერც ერთმა მხარემ შეძლო და გრანდ ლიგის ტრადიციულმა ჩემპიონმა თასი კვლავ აღმართა.
ფინალური შეხვედრის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე: ლევან სულუხია „არმია“
საუკეთესო მცველი: თემურ რაქვიაშვილი „არსენალი“
საუკეთესო უნივერსალი: ნადიმ კახაძე „არმია“
საუკეთესო ასისტენტი: ამირან ცხომარია „ენერგო-პრო“ (12)
საუკეთესო თავდამსხმელი: გიორგი ჭანტურია „არსენალი“
საუკეთესო ბომბარდირი: ვატო ფოცხვერია „26“ (15)
საუკეთესო ფეხბურთელი: შმაგი ჭოხონელიძე „არმია“
შეგახსენებთ, რომ გრანდ ლიგის გუნდები ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეგობრობის თასზე იღებენ მონაწილეობას, რომლის ¼ ფინალური შეხვედრებიც 21 ივნისს ჩატარდება.




