BetssonSBMLeague: საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონის ტიტულს "Everstone" წაუგებლად დაეუფლა!
ყველა სიახლე
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებული Everstone გახდა.
ლიგის დებიუტანტებმა ფინალში „TBC უზბეკეთი“ 2-1 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს წაუგებლად დაეუფლნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. ანგარიში მე-20-ე წუთზე ირაკლი კიკნაძემ გახსნა. სხვაობა ორამდე ცოტნე ბუკიამ მალევე გაზარდა. „ბანკირებმა“ ბოლო წუთზე ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ თამაშის სცენარი მეტად ვეღარ შეცვალეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
უხვგოლიანი გამოდგა მატჩი მესამე ადგილისთვის. „მშრალმა პორტმა“ „Melo`s Dispatch”-თან ანგარიში ოთხჯერ გაათანაბრა, რის შემდეგაც წინ გასვლაც შეძლო. 28-ე წუთზე წონასწორობა „Melo`s Dispatch”-მა აღადგინა. ძირითად დროში 6-6 დაფიქსირდა. გამარჯვებული პენალტებში გამოვლინდა, სადაც „Melo`s Dispatch”-მა მეტოქეს 4-3 აჯობა. შეხვედრაში ოთხი გოლით გივი ჭიჭინაძე გამოირჩა.
საკვალიფიკაციო ლიგის დასკვნით დაპირისპირებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ლაშა დვალი, ესწრებოდა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
სეზონის ბოლოს საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე: ნიკა ნოზაძე (Everstone)
საუკეთესო მცველი: ირაკლი კიკნაძე (Everstone)
საუკეთესო უნივერსალი: გიორგი ურთაშვილი (TBC უზბეკეთი)
საუკეთესო ასისტენტი: ნიკა ნანობაშვილი (5) (GBA)
საუკეთესო თავდამსხმელი: დავით ღაღაიშვილი (Everstone)
საუკეთესო ბომბარდირი: რატი გობაძე (8) (მშრალი პორტი)
საუკეთესო მოთამაშე: თორნიკე ქართველიშვილი (Everstone)
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ლიგის გუნდებსთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ისინი მონაწილეობას მეგობრობის თასის გათამაშებაში მიიღებენ.




