“სასკოლო ლიგის აკადემია“ ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალშია!

ყველა სიახლე
09 ივნისი 2026

“სასკოლო ლიგის აკადემია“ ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალშია!

5 და 6 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ½ ფინალური მატჩები გაიმართა.

„SL ACAMDEMY”-მ ორ მატჩში შეძლო „ევროპის უნივერსიტეტის“ გამოთიშვა ნახევარფინალური ეტაპიდან, ხოლო „დუშეთსა“ და „35-ე სკოლის“ წყვილში მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

„სლ აკადემია“ VS “EU” – 7:4.

ამირან ცხომარიას შეგირდებმა შესანიშნავი პირველი ნახევარი ჩაატარეს, გუნდმა მოწინააღმდეგეს 4 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.

გატანილი ოთხიდან, 2 დაჩი ბუცხრიკიძის ანგარიშზეა, 2 კი დემეტრე სვანიძის. მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკა უთრუგაშვილმა მეხუთე გოლის გატანა შეძლო.

ტაიმის შუა მონაკვეთი „უნივესიტეტის გუნდს“ იდეალური გამოუვიდა, „უნივერსიტეტელებმა“ მიჯრით 3 გოლი გაიტანეს და მეტოქესთან მხოლოდ 1 ბურთიან ჩამორჩენაში შევიდნენ.

შემდეგ იყო ლუკა ბიბლაიას მეორე ყვითელი ბარათი და გადამწყვეტ ფაზაში კაცნაკლულმა „EU”-მ გათანაბრება ვეღარ მოახერხა.

ს.ა. – 7:4.

MVP - დაჩი ბუცხრიკიძე!

„სასკოლო აკადემია“ ფინალშია და თავის მეტოქეს ელოდება.

„35-ე სკოლა“ VS “დუშეთი“ – 2:5.

„დუშელებმა“ „35-ე სკოლას“ მეორე მატჩი მოუგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

მატჩის მე-11 წუთზე გიგა ლაგაზაშვილმა „დუშელები“ დააწინაურა და სწორედ ამ გოლით მოიგო გუნდმა ტაიმი. 27-ე წუთზე ნიკა მამაცაშვილმა გაათანაბრა, 28-ე წუთზე კი ნიკა მოსიაშვილმა ისევ წინ გაიყვანა „დუშეთი“.

37-ე წუთზე გიორგი ლაგაზაშვილმა 2 ბურთიანი გახადა გუნდის უპირატესობა.

1 წუთში აკაკი ქიმერიძემ გაიტანა, ანგარიში 2:3 გახდა მაგრამ მატჩის მიწურულს „დუშელებმა“ კიდევ 2 გაიტანეს და გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნება.

ს.ა. – 2:5.

მესამე თამაში 10 ივნისს თბილისის ილიმპიურ სასახლეში 21:00 საათზე გაიმართება.

LIVE – SBM.GE.



  © SBM, 2016-2026