ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ფინალისტი - „თსუ“!
ყველა სიახლე
5 და 6 ივნისს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ლიგა 2-ის ნახევარფინალურ მატჩებს უმასპინძლა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდმა „ქუთაისი“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს „UG 2“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღავო აკადემია“ უპირისპირდებიან, პირველი თამაში „ბათუმელებმა“ მოიგეს.
„ქუთაისი“ VS “თსუ“ – 1:5.
ანგარიშის მიუხედავად, თამაში საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. პირველ ნახევარში „თესეუელებმა“ 3 გოლი გაიტანეს და ტაიმი მოიგეს. მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი ფარღალავამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
ამის შემდეგ თამაში კიდევ უფრო სანახაობრივად წარიმართა, „ქუთათურებმა“ შეუტიეს, თუმცა ყოველი მცდელობის შედეგად გამარჯვებული გიგი ლომაია იყო!
„თსუ“-ს კარის დარაჯმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - რამდენიმე მნიშვნელოვანი მოგერიება და დამაჯერებელი თამაში.
შეხვედრის მიწურულს კი გუნდის კაპიტანმა, ლაშა ერქომაიშვილმა ორჯერ აიღო „ქუთაისის“ კარი და ყველაფერს წერტილი დაესვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიგი ლომაია დასახელდა!
„თსუ“ ფინალშია და მოწინააღმდეგეს ელოდება.
„UG 2“ VS “ბსსა“ – 4:5.
მატჩი, სადაც მაყურებელმა 9 გატანილი გოლი, მრავალი ლამაზი მომენტი და რაღათქმაუნდა გიორგი ლორიას ულამაზესი „მაკრატელა“ გოლი იხილა!
ანგარიში გიორგი ქავთარაძემ გახსა, მალევე კი „ბათუმელებმა“ 2 გოლის გატანა და წინ გასვლა მოახერხეს.
მე-12 წუთზე ლაშა კურტანიძემ 6 მეტრიანი დარტყმით ანაგარიში გაათანაბრა - 2:2.
მატჩის მე-15 წუთზე ზურა ღლონტის მიერ ხელით გაშვებული ბურთი გიორგი ლორიამ მკერდით მიიღო, დაამუშავა, მოემზადა, აიწია და ულამაზესი მაკრატელა გოლით დაამთავრა!
პირველი ნახევარი „ბსსა“-მ 2:4 იმარჯვა.
მეორე პერიოდი „უნივერსიტეტელებმა“ აქტიურად დაიწყეს, 26-ე წუთისთვის კი ქავთარაძის და იახტნიშვილის გოლებით ანაგარიში გაათანაბრეს - 4:4.
მატჩის გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გოლი ზვიად შამილაძის ანგარიშზეა.
30-ე წუთზე საქმეში კვლავ გიორგი ლორია ერთვება, ტექნიკურ გადაცემა შამილაძეს გაუკეთა და კაპიტანმაც მოახერხა გატანა - 4:5!
მიუხედავად ბევრი მცდელობისა ანგარიშში აღარ შეცვლილა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ქავთარაძე და გიორგი ლორია დასახელდნენ.
გუნდების მეორე შეხვედრა 10 ივნისს, 14:30-ზე დაიწყება და მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
იმ შემთხვევაში თუ „ბსსა“ მეორე თამშსაც მოიგებს, ფინალურ სერიაში „თსუ“-ს გაეჯიბრება.
LIVE – SBM.GE

