კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სუპერლიგის თასის ფინალშია

ყველა სიახლე
18 ივნისი 2017

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სუპერლიგის თასის ფინალშია

სუპერლიგის  თასის ნახევარფინალური  ეტაპის  შეხვედრაში   კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტმა  დაძაბულ  ბრძოლაში, მინიმალური  ანგარიშის  სხვაობით  2:1 დაამარცხა  ტვ  იმედი და  თასის  ფინალის  საგზური  მოიპოვა.  კსუ-ს  მეტოქე  შემდეგ ეტაპზე  პსპ-სა და  ნატახტარს   შორის  გამარჯვებული  იქნება . 

sbm.ge  მატჩის  შემდეგ  გამარჯვებული  გუნდის  მოთამაშეს  გაესაუბრა.

ირაკლი ჯანხოთელი, კსუ: "ბიჭებს  მივულოცავ  გამარჯვებას, ნამდვილად  დაძაბული თამაში  გამოვიდა  განსაკუთრებით  ბოლო წუთები,  მოწინააღმდეგეს  რაც  შეეხება  ძალიან  კარგი მეტოქეა  ტვ იმედის  გუნდი,  შემდეგ  მეტოქეს  კიდევ  რაც  შეეხება  ნატახტარსა და  პსპ-ს  შორის  გამარჯვებულს  ვხვდებით ფინალში ორივე  კარგი  გუნდია  და  წინ  კარგი დაძაბული თამაში  გველოდება.



  © SBM, 2016-2024