BetssonSBMLeague: „NS STUDIO” ვერცხლის ლიგის გამარჯვებულია!
ყველა სიახლე
NS Studio-მ პირველი ჩემპიონობა ვერცხლის ლიგაში მესამე ცდაზე მოიპოვა.
26 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრები გაიმართა.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს „აზოტი“ და „ფარვანა“ დაუპირისპირდნენ. საჩემპიონო მატჩში კი „ბაქსვუდი“ და “NS STUDIO” გაეჯიბრნენ ერთმანეთს.
„ფარვანამ“ აზოტი მარტივად დაამარცხა 0:6 და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენენ.
პირველი ნახევარი 0:2 დასრულდა, ზოგრაბ დარბინიანის და მარკოს მგდესიანის გოლებით გუნდმა ტაიმი მოიგო. მეორე პერიოდში კი არტიომ ტონოიანმა და ლარვენტი ბაბერციანმა 2-2 გოლი გაიტანეს.
ს.ა - 0:6.
MVP - არტიომ ტონოიან!
ვერცხლის ლიგის საფინალო მატჩში „NS STUDIO”-მ „ბაქსვუდს“ აჯობა და ზედიზედ მესამე ცდის შემდეგ, ნანატრ ოქროს მედლებს დაეუფლნენ.
პირველი გოლი ლაშა თოთაძემ, გიორგი ივანიშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა. შემდეგ ვნახეთ ივანიშვილის მეორე საგოლე გადაცემა და გიორგი ვასაძის გოლი ტაიმის მიწურულს - 0:2.
მეორე ნახევრის დაწყებამდე „არქიტექტორებმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, 22-ე წუთზე კი ვასაძემ კლიმიაშვილს გაატანინა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა - 0:3.
პრესტიჟის გოლის გატანა ლუკა ქარაიამ მატჩის ბოლო წუთზე მოახერხა - 1:3.
შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და „NS STUDIO”-მ ჩემპიონობა იზეიმა!
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ივანიშვილი დასახელდა - 2 შედეგიანი გადაცემა!
საფინალო მატჩის შემდეგ ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, სადაც ვერცხლის ლიგის გამორჩეული მოთამშეები გამოვლინდენ.
საუკეთესო მეკარე - არმან არზუმანიანი "ფარვანა"!
საუკეთესო მცველი - ლაშა თოთაძე "NS Studio"!
საუკეთესო უნივერსალი - ირაკლი კლიმიაშვილი "NS Studio"!
საუკეთესო ასისტენტი - გიორგი ივანიშვილი (7 საგოლე გადაცემა) "NS Studio"!
საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი მესხი "ბაქსვუდი"!
საუკეთესო ბომბარდირი - ლუკა ქარაია (10 გოლი) "ბაქსვუდი"!
სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) - გიორგი ვასაძე "NS Studio"!
შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ლიგის ფინალისტები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ.




