ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგის ფინალში „სლ აკადემია 2“ და „მცხეთა“ ითამაშებენ!

ყველა სიახლე
28 მაისი 2026

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგის ფინალში „სლ აკადემია 2“ და „მცხეთა“ ითამაშებენ!

„სლ აკადემია 2“-მა „იუჯი სკოლა“ 2 მატჩიან დუელში დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება ისე მოიპოვა.

„მცხეთის პირველ საჯარო სკოლა“-ს კი ფინალში გასასვლელად 3 შეხვედრის თამაში მოუწია.

„სასკოლო აკადემიამ“ „იუჯი“ მეორე დაპირისპირებაში 4:10 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 2:4 დასრულდა, მეორე ნახევარში კი „აკადემიელებმა“კიდევ 6 გაიტანეს და მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა დემეტრე სვანიძეს, რომელმაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება „მცხეთისა“ და „ქვემო ქართლის“ მესამე თამაშს, მსგავსად სერიისა, ეს შეხვედრაც დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი „ქართლელებმა“ უკეთ ჩაატარეს, უჩა გიორბელიძემ ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ლადო ჩიმაკაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

„მცხეთიდან“ თავი გიორგი ნონეშივლმა იჩინა და ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ნონეშვილმა მარჩენკოს გაატანინა - 2:2.

27-ე წუთზე ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა 2:3.

31-ე წუთზე „ქართლის“ კარში დანიშნული 6-მეტრიანი გოლად დაჩი კაპანაძემ აქცია - 3:3 და შეხვედრაში დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა.

მატჩის დარჩენილი დრო უკეთ „მცხეთელებმა“ ჩაატარეს, მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს და ამით ფინალში გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა - 6:3.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი ნონეშვილმა 3 გოლი და 1 საგოლე პასი!

ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 5 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

გუნდებს თასის მოსაპოვებლად სერიაში 3 გამარჯვებამდე მოუწევთ ბრძოლა.

თითოეული შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ.



  © SBM, 2016-2026