ლიგა 2-ის ½ ფინალურ სერიაში „ქუთაისთან“ „თსუ“ დაწინაურდა!
ყველა სიახლე
26 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალის პირველი მატჩი გაიმართა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ფუტსალის გუნდი „ქუთაისს“ შეხვდა და სერიის პირველი თამაშის მოგება მოახერხეს.
მატჩის სტარტი „ქუთათურებს“ შესანიშნავი გამოუვიდათ, ჯერ პირველ წუთზე ბაკურ გულუამ მოახერხა გოლის გატანა და გუნდის წინ გაყვანა, შემდეგ კი მე-6 წუთზე გიორგი ფარღალავამ 2-მდე გაზარდა უპირატესობა.
„იმერლებს“ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ მესამე გოლის გასატანად, თუმცა რეალიზება ვერ მოხერხდა და პასუხად „თსუ“-მ პირველ ნახევარში 1 ბურთი გაქვითა - 1:2.
მეორე ნახევარი „თესეუელებმა“ აქტიური შეტევებით დაიწყეს, რამაც შედეგი გამოიღო.
24-ე წუთზე გიორგი თოდუამ გაათანაბრა, 27-ზე კი ლაშა ჯიქიამ წინ გაიყვანა გუნდი - 3:2.
„თსუ“-ს სწრაფი და სახიფათო შეტევების ფონზე „ქუთაისმა“ მაინც მოახერხა გათანაბრება. ფარღალავამ 33-ე წუთზე დუბლი გაიფრომა - 3:3.
დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა, გამარჯვებულის გამოსვალენად კი დამატებითი ორი 3 წუთიანი ტაიმი დაინიშნა.
დამატებით დროში უკეთესი „თსუ“ გამოდგა, 43-ე წუთზე ლაშა ჯიქიას დუბლი და 4:3.
მიუხედავად ბოლო წუთზე რეალური მომენტისა „ქუთაისმა“ გათანაბრება ვეღარ შეძლო და სერიის პირველი თამაში დათმეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „თესეუელთა“ კაპიტანი, ლაშა ერქომაიშვილი დასახელდა.

