ფუტსალის ლიგა 3-ში ½ ფინალური სერიის დრო დგება!
ყველა სიახლე
25 და 26 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ში ¼ ფინალური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართა.
პირველი გუნდი, რომელმაც სერია 2 თამაშში დახურა დუშეთი აღმოჩნდა. „35-ე სკოლამ“, „სლ აკადემიამ“ და „ევროპის უნივერსიტეტმა“ კი მესამე გადამწყვეტი თამაშის შემდეგ მოიპოვეს ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება.
„შევარდენი 2012“ VS “სლ აკადემია“ – 4:7.
გუნდებს შორის სერიაში პირველი მატჩი „ქუთათურებმა“ მოიგეს, შემდეგ აკადემიამ წონასწორობა აღადგინა და მესამე თამაშის შემდეგ, რეგულარული სეზონის ყველაზე ძლიერი გუნდი ასპარეზობას გამოთიშა.
ამირან ცხომარიას შეგირდებმა პირველი ნახევრის შემდეგ კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. გუნდმა ტაიმი 2:4 იმარჯვა.
მეორე ნახევარის 28-ე წუთზე ანგარიში 3:4 გახდა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა დარჩენილ დროში დაჩი ბუცხრიკიძემ 3 გოლის გატანა მოახერხა და გუნდმა სერიაში ქამბექის შესრულება მოახერხა.
ბუცხრიკიძემ პოკერი შეასრულა, სვანიძემ დუბლი, 1 გოლი კი გიორგი გოდერძიშვილის ანგარიშზეა.
MVP - დაჩი ბუცხრიკიძე
„სლ აკადემია“ ფინალში გასასვლელად „ევროპის უნივერსიტეტთან“ გაიბრძოლებს.
„EU” VS „თსუ 2“ – 1:0
„უნივერსიტეტული“ დერბის მესამე სერიაში გამარჯვება „EU”-ს დარჩა.
ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი ცირღილაძეა, რომელმაც საკუთარი გუნდი 24-ე წუთზე გაიყვანა წინ.
ამის შემდეგ თამაშში მოვლენები აღარ შეცვლილა. "EU”-მ მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ნახევარფინალში „სლ აკადემიას“ შეხვდება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცირღილაძე გახდა.
„ილიაუნი“ VS “35-ე სკოლა“ – 2:5
რეგულარული სეზონის ჩემპიონი შემდეგ, ტურნირს ვიცე-ჩემპიონიც დაემშვიდობა.
პირველ 3 წუთში გატანილი 2 გოლის და კარგი სტარტის მიუხედავად, „ილიაუნი“ მეტოქესთან მაინც დამარცხდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „35-ე სკოლამ“ გაშვებული 2 სწრაფი ბურთის შემდეგ, თამაშში დარჩენა მოახერხა და ანგარიშში წონასწორობა პირველივე ტაიმში, აკაკი ქიმერიძის დუბლით აღადგინა.
27-ე წუთზე ნიკა მამაცაშვილის გოლით დაწინაურდნენ „ნომინალური სტუმრები“.
36-ე წუთზე უდუმაშვილმა 2:4 გახადა, მე-40 წუთზე კი ქიმერიძემ საბოლოო გასროლა შემოგვთავაზა 10-მეტრიანიდან.
ს.ა. – 2:5.
MVP - აკაკი ქიმერიძე.
„35-ე სკოლის“ მეტოქე ½ ფინალში „დუშეთი“ იქნება.
½ ფინალური სერიის პირველი შეხვედრები 29 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
შეხვედრებისთვის თვალის მიდევნებას პირდაპირი ტრანსლაციით SBM.GE-ზე შეძლებთ.

