საქ.ფოსტა- GWP 0:0 (პენ 1:3).მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართა , რომელშიც ერთმანეთს საქ. ფოსტა და GWP დაუპირისპირდა, დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა გამარჯვებული გუნდის ვინაობა კი 7 მეტრიანების სერიაში გაირკვა. ( პენ 3:1 ) GWP-ის სასარგებლოდ. გუნდები ორ მოგებამდე ითამაშებენ. ფინალის საგზურისათვის ბრძოლაში კი GWP დაწინაურდა.
sbm.ge გუნდის წარმომადგენლებს გაესაუბრა
ამირან ლომსაძე, საქართველოს ფოსტა: " ვიმედოვნებ, რომ ორი თამაში იქნება წინ და მოვახერხებთ მოგებას. საკმაოდ დაძაბული თამაში იყო ისეთი როგორიც ნახევარფინალურ ეტაპს ეკადრება. ვუსურვებ წარმატებას GWP-ის ,მაგრამ შემდეგ მატჩში შევეცდებით მომენტები გამოვიყენოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
ლაშა თურმანიძე, GWP: "ძალიან დაძაბული თამაში იყო ჩვენ პრინციპული მეტოქეები ვართ, ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ასეთი დაძაბულია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი საფეხბურთო ლატარეამ გამოავლინა. ჩვენ გაგვიმართლა და სერიაში დავწინაურდით.