BetssonSBMLeague - "შსს" ოქროს ლიგის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
13 მაისი 2026

BetssonSBMLeague -

„შსს“ ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის გამარჯვებულია.

10 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები „არმია“ და „შსს“ დაუპირისპირდნენ.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დრამატული გამოდგა. მესამე წუთზე „არმია“ ენრი ჩადუნელის გოლით დაწინაურდა. რამდენიმე წამში ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა. ტაიმის მიწურულს „შსს“ წინ ლევან კასრაძემ გაიყვანა. მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის მცდელობები, მაგრამ ერთადერთი მომენტის რეალიზება დავით კოხრეიძემ მე-17 წუთზე მოახერხა და ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა.

პენალტების სერიაში „შსს“-მ 4-3 იმარჯვა და ოქროს ლიგაში ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა.

შედარებით მარტივად შეძლო ბრინჯაოს მედლების დაუფლება „ავერსმა“. „ფარმაცევტებმა“ "ენერგო-პრო“ 5-3 დაამარცხეს და სეზონი მესამე ადგილით დაასრულეს.

მიუხედავად იმისა, რომ „ენერგეტიკოსებმა“ მატჩი ორბურთიანი უპირატესობით დაიწყეს, „ავერსმა“შეძლო წონასწორობის აღდგენა და პირველ ტაიმში გუნდები 2-2-ზე გაიყარნენ. მეორე ნახევარი „ავერსის“ დომინაციით დაიწყო. ზედიზედ მიღებულ სამ გოლს „ენერგო-პრომ“ ბოლო წუთზე უპასუხა, რაც თამაშში დასაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დასკვნითი შეხვედრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვინდნენ. ოქროს ლიგის 2025/26 წწ. სეზონის საუკეთესო ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:

ლევან სხულუხია „არმია“ - საუკეთესო მეკარე

დავით დარჩია „შსს“ - საუკეთესო მცველი

შმაგი ჭოხონელიძე „არმია“ - საუკეთესო უნივერსალი

რევაზ ინჯგია „შსს“ - საუკეთესო ასისტენტი (5)

დავით კოხრეიძე „არმია“ - საუკეთესო თავდამსხმელი

„ენერგო-პროს“ ლიდერებმა, თამაზ ვახანიამ და გიორგი ლუკავამ, საუკეთესო ბომბარდიდის ჯილდო 5-5 გოლით გაიყვეს

ოქროს ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „შსს“-ს მეკარე ვასილ საბაშვილი დასახელდა.

„შსს“-მ გასული წლის მსგავსად, ფინალში კვლავ მოახერხა „არმიელთა“ დამარცხება და SBM-ის რეიტინგის უპირობო ლიდერმა ოქროს ლიგაში მეოთხედ იზეიმა ჩემპიონობა. 



  © SBM, 2016-2026