ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები „ქუთაისმა“ და „ბსსა“-მ მოიგეს!

ყველა სიახლე
13 მაისი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები „ქუთაისმა“ და „ბსსა“-მ მოიგეს!

8 და 10 მაისს ფუტსალის ლიგა 2-ის ¼ ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა, სადაც სერიაში „ქუთაისი“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ დაწინაურდნენ.

„ქუთაისი“ VS „რუსთავი“ – 3:2

შეხვედრაში ანგარიში ირაკლი გვეტაძის გოლით გაიხსნა და „ქუთათურები“ დაწინაურდნენ.

გოლიდან რამდენიმე წუთში „რუსთაველთა“ სასარგებლოდ 6 მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა დავით ქერდიკაშვილმა რეალიზება ვერ მოახერხა. გამოსარჩევია ჯუმბერ გულიაშვილის შესანიშნავი მოგერიება!

მე-19 წუთზე არჩილ ასლანიშვილმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ტაიმის ბოლო წუთზე კი ბაკურ გულუამ ეფექტური დარტყმით გუნდი კვლავ წინ გაიყვანა და „ქუთაისმა“ ტაიმი მოიგო - 2:1.

25-ე წუთზე გიორგი ფარღალავამ შეძლო გატანა და ანგარიში 3:1 გახდა. 39-ე წუთზე კი ტარიელ თედიაშვილის გადაცემას გიორგი არევაძის გოლი მოჰყვა - 3:2.

დარჩენილ დროში შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა, შესაბამისად სერიაში წინ „ქუთაისი“ გავიდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ჯუმბერ გულეიშვილი (მეკარე) და ალექსანდრე ტურიაშვილი დასახლედნენ!

„ბსსა“ VS “FLC03-2” – 4:4 (5:4).

დაძაბული დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული 6-მეტრიანების სერიაში გაირკვა.

პირველ ნახევარში მაყურებელმა ერთადერთი გატანილი გოლი იხილა რომლის ავტორი მოსე ჩიკიროვია.

მეორე ტაიმში „ფალკონები“ მეტად გააქტიურებულნი დაუბრუნდნენ პარკეტს, შედეგად თორინიკე ზოიძემ 22-ე წუთზე გაათანაბრა.

ზოიძეს გოლს უმალვე ბექა ლორიამ უპასუხა და ანგარიში 2:1 გახდა. ამის შემდეგ, მოსე ჩიკიროვმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ლევან კოშაძემ და დავით ბერაძემ თითო ბურთი გაიტანეს - 3:3.

39-ე წუთზე ბექა ლორიამ 10-მეტრიანი დარტყმულით კიდევ ერთხელ დააწინაურა „ბათუმი“.

მატჩის ბოლო წუთზე კი დავით ბერაძემ მეორე გოლი გაიტანა და ანგარიშში წონასწორობა კიდევ ერთხელ აღდგა.

ძირითადი დრო - 4:4.

გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩში დამატებითი ტაიმები დაინიშნა, სადაც გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, უკეთესი კი ამ ასპექტში „აკადემიელები“ გამოდგნენ და სერიაში პირველი მოგება სწორედ 6-მეტირიანებით მოახერხეს.

MVP - მოსე ჩიკიროვი!

MVP - დავით უბილავა!

გუნდების განმეორებითი შეხვედრები 16 და 17 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

LIVE – SBM.GE



  © SBM, 2016-2026