ფუტსალის ლიგა 3-ში ¼ ფინალური შეხვედრები აიღებს სტარტს!

ყველა სიახლე
11 მაისი 2026

ფუტსალის ლიგა 3-ში ¼ ფინალური შეხვედრები აიღებს სტარტს!

12 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ¼ ფინალური ეტაპის ოთხი შეხვედრა გაიმართება.

რეგულარულ სეზონის ჩემპიონი „შევარდენი 2012“ „SL ACADEMY”-ს დაუპირისპირდება.

„ქუთათურებმა“ ცხრილში 31 ქულა დააგროვეს, გაიტანეს ყველაზე მეტი 95 გოლი და გაუშვეს 66. 16 ჩატარებული მატჩიდან 9 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს, 3 კი დათმეს.

გუნიდის საუკეთესო გამტანი და ლიგის ამჟამინდელი ბომბარდირი გიორგი ხიდეშელია, რომელსაც 31 გოლი აქვს გატანილი. ხიდეშელის ანგარიშზე ასევე 13 საგოლე გადაცემაა.

გუნდის და ლიგის საუკეთესო მეპასე კი ამირან ონიანი გახლავთ - 19 შედეგიანი გადაცემა.

რაც შეეხებათ აკადემიელებს, გუნდმა სეზონი მე-8 პოზიციაზე დაასრულა და პლეიოფში თამაშის უფლება ბოლო შეხვედრაში მოიპოვა.

დაგროვებული ქულათა რაოდენობა - 17.

გატანილი - 72.

გაშვებული - 98 (ყველაზე მეტი).

„აკადემიელებმა“ 5 მატჩში იმარჯვეს, 2 ფრედ დაასრულეს, 9 თამაში კი დათმეს.

გუნდში ყველაზე მეტი, 12-12 გოლი ტოლიკა კოდალაშვილს და დაჩი ბუცხრიკიძეს აქვთ.

გაკეთებული საგოლე პასების კუთხით კი გაგა სამარგულიანი გამოირჩევა - 8 ასისტი.

გუნდები რეგულარულ სეზონში 2-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში გამარჯვება „შევარდენს“ დარჩა - 10:4, 9:4.

ცხრილში მე-2 პოზიცია „ილიაუნმა“ დაიკავა, და ¼ ფინალში გუნდი მე-7 ადგილზე გასულ „35-ე სკოლას“ დაუპირისპირდება.

„ილიაუნმა“ 9 თამაში მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 5 კი წააგო. დაგროვებული ქულათა რაოდენობა - 29. გატანილი - 72. გაშვებული - 63.

გუნდის საუკეთესო გამტანი გიორგი ნოზაძეა - 14 გატანილი გოლი.

საუკეთესო მეპასე კი ვახტანგ ტალახაძეა - 12 ასისტი.

მე-7 ადგილზე გასულმა „35-ე სკოლამ“ 19 ქულა აიღო.

გუნდმა 87 გოლი გაიტანა, რაც მეორე საუკეთესო შედეგია, საკუთარ კარში კი 95 მიიღო. ჩატარებული 16 მატჩიდან - 6 მოგება, 1 ფრე, 9 წაგება.

გუნდის საუკეთესო მეგოლე აკაკი ქიმერიძეა, რომელსაც 12 თამაშში 22 გოლი აქვს გატანილი. ქიმერიძე გამორჩეულია საგოლე გადაცემების ასპექტშიც - 11 ასისტი.

გუნდების ურთიერთშეხვედრებში „35-ე სკოლა“ ლიდერობს, ჩატარებული 2 შეხვედრა და 2 მოგება.

„დუშეთი“ VS „BSC”

„დუშეთმა“ ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა და 28 მოაგროვა. გუნდმა 8 თამაში მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 4 წააგო.

მეტოქე გუნდებს 83 გოლი გაუტანეს, 61 კი საკუთარ კარში მიიღეს.

გოლების და ასისტების კუთხით დუშეთს გიორგი ლაგაზაშვილი ლიდეობს. 18 გატანილი გოლი და 12 საგოლე გადაცემა.

„ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ მე-6 ადგილზე დაასრულა სეზონი. 16 მატჩიდან გუნდმა 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 9 კი დათმო - 19 ქულა.

გატანილი - 75. გაშვებული - 88.

ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციას ლუკა ჩარგეიშვილი იკავებს, ბათუმელთა მოთამაშეს 26 გოლი აქვს გატანილი.

დავით მამალაძეს კი 12 საგოლე გადაცემა აქვს დაგროვებული.

ურთიერთშეხვედრების კუთხით გუნდებს შორის თანაფარდობა გვაქვს. რეგულარულ სეზონში ერთი თამაში დუშელებმა მოიგეს, ერთი კი შავიზღვისპირელებმა.

„EU” VS „თსუ 2“.

გუნდებმა ასპარეზობა ცხრილში მეზობლად, მე-4 და მე-5 პოზიციებზე დაასრულეს. „ევროპის უნივერსიტეტმა“ 25 ქულა მოიპოვა. მოიგო 7 შეხვედრა, 4 ფრედ დაასრულა, 5 შემთხვევაში კი დამარცხდა.

როგორც გატანილი, ისე გაშვებული გოლების კუთხით გუნდს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. 43 გატანილი და 44 გაშვებული.

გუნდში ყველაზე მეტი 10 გოლი გიორგი თარხნიშვილს აქვს გატანილი. ყველაზე მეტი საგოლე პასი კი გიორგი გიორგაძის სახელზეა - 5.

რაც შეეხებათ „თესეუელებს“, „უნივერსიტეტელებმა“ 23 ქულა დააგროვეს.

გაიტანეს 77 და გაუშვეს 66 ბურთი. მოიგეს 7 მატჩი, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

17 გოლი აქვს გატანილი გიორგი შათირიშვილს და გუნდს ლიდერობს ამ ასპექტში.

საუკეთესო ასისტენტი კი დავით ბერიაა, გუნდის კაპიტანს 7 საგოლე პასი აქვს დაგროვებული.

„უნივერსიტეტულ დერბში“ მიმდინარე სეზონში ერთი თამაში „EU”-მ მოიგო, ერთი კი „თსუ“-მ.

¼ ფინალური შეხვედრები 12 მაისს დაიწყება, და მაყურებელი ოთხივე მატჩის ხილვის საშუალებას შეძლებს.

პირდაპირი ტრანლაციას კი SBM.GE-ზე ნახავთ.

„დუშეთი“ VS “BSC” – 15:00 საათი.

„შევარდენი 2012“ VS “SL ACADEMY” – 17:00 საათი.

„ილიაუნი“ VS „35 სკოლა“ – 19:00 საათი.

„EU” VS „თსუ 2“ – 21:00 საათი.



  © SBM, 2016-2026