ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის ჩემპიონი „შევარდენი 2012“ გახდა!

ყველა სიახლე
10 მაისი 2026

ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის ჩემპიონი „შევარდენი 2012“ გახდა!

7 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის დასკვნითი ტურის მატჩი გაიმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდებს წინ პლეიოფის შეხვედრები ელოდებათ.

მე-18 ტურის გახსნით შეხვედრაში „35-ე სკოლამ“ „ილიაუნი“ 5:3 დაამარცხა.

პირველი ნახევარი ფრედ 2:2 დასრულდა. „სკოლის“ მხრიდან ორივე გოლი აკაკი ქიმერიძემ გაიტანა, „ილიაუნთა“ მხრიდან კი თავი გიორგი ნოზაძემ და ვახტანგ ტალახაძემ იჩინეს.

გადამწყვეტი უპირატესობა „35-ე სკოლამ“ თამაშის ბოლოს მოიპოვა, გიორგი კოზმავამ და აკაკი ქიმერიძემ 2 წუთიან მონაკვეთში გუნდს 2 ბურთიანი უპირატესობა მოუპოვეს.

ს.ა. – 3:5.

„ილიაუნმა“ რეგულარული სეზონი მე-2 პოზიციაზე 29 ქულით დაასრულა, „35-ე სკოლამ“ კი მე-7 ადგილი 19 ქულით დაიკავა.

„EU” VS „დუშეთი“ – 0:8.

„დუშელებმა“ „უნივერსიტეტელებს“ სოლიდური უპირატესობით სძლიეს და სეზონი მე-3 პოზიციაზე დაასრულეს.

პირველი ტაიმი 0:5 ანგარიშით დასრულდა.

მეორე ნახევარში მოპოვებული 5 ბურთიანი ფორა „დუშეთმა“ კიდევ გაზარდა და „EU”-ს შანსი აღარ დაუტოვა.

MVP - ნიკა კუპრავიშვილი.

„შევარდენი 2012“ VS „თსუ 2“ – 4:4.

„რეგულარული სეზონის ჩემპიონმა“ „თესეუელებთან“ ქულა გაიყო.

პირველ ნახევარი „თსუ“-მ 2:3 იმარჯვა.

მეორე პერიოდში გამარჯვება კი „ქუთათურებს“ დარჩათ. „შევარდენის“ მხრიდან დუბლი გიორგი ხიდეშელმა შეასრულა, რომელიც ლიგის ბომბარდირია. 

„თსუ“-დან 2 გოლი გიორგი შათირიშვილმა გაიტანა. ალექსი ტკაჩოვის შეგირდები ¼ ფინალს 6 მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდებიან.

გუნდმა ცხრილში მე-5 ადგილი 23 ქულით დაიკავა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად კი აკაკი ბარქაია და გიორგი შათირიშვილი დასახელდნენ.

ტურის დასკვნით მატჩში „სასკოლი აკადემიამ“ „ბათუმის სპორტული ცენტრი დაამარცხა და ¼ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრაში 23 გატანილი გოლი ვიხილეთ, საიდანაც 12 გოლი „აკადემიამ გაიტანა.

პირველი ნახევარი - 5:7.

მეორე ნახევარი - 6:5.

აღსანიშნავია რომ „აკადემიის“ მხრიდან 7 გოლი გაიტანა ტოლიკა კოდალაშვილმა!

„ბათუმელთა“ მხრიდან კი პოკერი ირაკლი მეგრელიძემ შეასრულა.

„სასკოლო აკადემიამ“ მე-8 პოზიცია დაიკავა და 17 ქულა დააგროვა. „BSC”  კი 19 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა.

ს.ა. – 11:12.

რეგულარული სეზონი მე-9 ადგილზე „გრანდ ავლაბარმა“ დაასრულა, შესაბამისად „ავლაბრელები“ პლეიოფის ზონის გარეთ მოხვდნენ და ¼ ფინალში თამაშის უფლება ვერ მოიპოვეს.

¼ ფინალური ეტაპის პირველი თამაშები 12 მაისს გაიმართება, შეხვედრებს კი თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.



  © SBM, 2016-2026