ფუტსალის ლიგა 2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა!

ყველა სიახლე
04 მაისი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა!

1 და 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-20 ტურის მატჩები გაიმართა.

დასკვნითი ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „თსუ“ დაუპირისპირდნენ.

„თესეუელებმა“ 4 ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხეს და ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგეს.

ლუკა გურეშიძის და ჯემალ დეისაძის გოლებით მე-5 წუთზე „ქუთაისი“ 2:0-ს იგებდა.

5-წუთიან ინტერვალში გურამ ნადარეიშვილმა და ნიკა ოთინაშვილმა წონასწორობა აღადგინეს - 2:2.

მეორე ნახევარის დაწყებიდან 10 წუთიან მონაკვეთში „ქუთათურებმა“ 4 ბურთის გატანა მოახერხეს და კომფორტული უპირატესობაც შეიქმნეს 3 ქულის მოსაპოვებლად.

მატჩის ბოლო 10 წუთი კი სრულიად „თსუ“-ს უპირატესობით წარიმართა. გუნდმა მოწინააღმდეგის კარი 5-ჯერ აიღო და შეხვედრის შემოტრიალება შეძლო.

ს.ა. – 5:6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ბაკურ გულუა (ჰეთრიქი) და ნიკა ოთინაშვილი (ჰეთრიქს + 2 საგოლე გადაცემა) დასახელდნენ.

„ქუთაისმა“ სატურნირო ცხრილში ასპარეზობა 25 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა.

„იუჯი 2“ VS „რუსთავი“ – 7:5.

მატჩი, სადაც გამარჯვებულის ვინაობა ბოლო 15 წამში გამოვლინდა. ანგარიში ლაშა კურტანიძემ გახსნა, ალექსანდრე ტურიაშვილმა და ტარიელ თედიაშვილმა კი „რუსთავი“ გაიყვანეს წინ.

მე-15 წუთზე ივიკო ჭარაქაშვილმა 2:2 გახადა ანგარიში, მე-18 წუთზე კი თენგიზ პატარაიას გოლით კიდევ ერთხელ დაწინაურდა „იუჯი“ – 3:2.

30-ე წუთზე ტარეილ თედიაშვილმა დუბლი შეასრულა, ანგარიში კი კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 3:3.

ამის შემდეგ გუნდებმა 2-2 გოლი კიდევ გაცვალეს. ყველაფერი იქით მიდიოდა რომ მატჩი საყაიმო ანგარიშით დასრულდებოდა, თუმცა თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე გუნდის კაპიტანმა, ბორის ესებუამ „იუჯისთვის“ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 6:5.

შეხვედრას წერტილი კი ლევან იახტნიშვილმა დაუსვა - 7:5.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები კი გიორგი ქავთარაძე და ტარიელ თედიაშვილი გახდნენ.

„UG 2”-მა 38 ქულა დააგროვა და რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა.

„რუსთავმა“ კი 16 ქულით მე-5 პოზიცია დაიკავა.

„ბსსა“ VS „FLC03-2” – 3:3.

ტურის დასკვნით შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს. პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ჯერ გიორგი ოთხოზორიამ გაიტანა, შემდეგ კი სპარტაკ ლომიძემ.

25-ე წუთზე ბესიკ ბალაძემ „ბათუმელები“ წინ გაიყვანა. 27-ე წუთზე მატჩში ანგარიში მეორედ გათანაბრდა, ამჯერად გოლი ლევან კოშაძემ გაიტანა.

ამის შემდეგ სპარტაკ ლომიძემ და სანდრო ხუჭუამ კიდევ თითო გოლი შემატეს საკუთარ გუნდის მონაგარს.

ს.ა. – 3:3.

MVP - სპარტაკ ლომიძე.

MVP - ავთანდილ გლუნჩაძე.

„ფალკონებისთვის“ ეს შეხვედრა ზედიზედ მესამე წაუგებელი გამოდგა.

„ბსსა“-მ 36 ქულა დააგროვა და რეგულარული სეზონი მე-3 პოზიციაზე დაასრულა. „ფალკონებმა“ კი ბოლო პოზიცია 5 ქულით დაიკავეს.

პლეიოფური ეტაპი 8 მაისს აიღებს სტარტს. ¼ ფინალში ერთმანეთს ჯერ „ქუთაისი“ და რუსთავი დაუპირისპირდებიან, 10 მაისს კი „ბსსა“ და „FLC03-2”.

ორივე შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა SBM.GE-ზე შეგეძლებათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „თსუს“ და „იუჯის“ პირდაპირ ნახევარფინალური ეტაპის საგზური აქვთ მოპოვებული.



  © SBM, 2016-2026