ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
04 მაისი 2026

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა!

30 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის პლეიოფური ეტაპი გაიხსნა. მაყურებელმა ¼ ფინალის 4 შეხვედრა იხილა.

დღე „ლოგოსისა“ და „იუჯი სკოლის“ თამაშით გაიხსნა, სადაც პირველი თამაშის მოგება „იუჯიმ“ მოახერხა - 1:6.

ანგარიში გიორგი მაკასარაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი რამდენიმე წუთში ცოტნე ლალიაშვილმა გაიტანა და „იუჯიმ“ პირველი ნახევარი 0:2 მოიგო.

25-ე წუთზე დავით მიქელაძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს გოლი აღმოჩნდა ერთადერთი გატანილი „ლოგოსელებისთვის".

დარჩენილ დროში ნომინალურმა სტუმრებმა კიდევ 4 ბურთი გაიტანეს და სერიაში დაწინაურდნენ.

2-2 გოლის გატანა ცოტნე ლალიაშვილმა და გიორგი მაკასარაშვილმა მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი გიორგი მაკასარაშვილი დასახელდა.

უხვგოლიანი გამოდგა „მცხეთის პირველი საჯარო სკოლისა“ და „ბაქსვუდის სკოლის“ დაპირისპირება, სადაც „მცხეთელებმა“ 9:8 იმარჯვეს.

პირველ წუთზე „ბაქსვუდი“ კონსტანტინე სამუშიამ დააწინაურა, პასუხად კი „მცხეთელებმა“ მიჯრით 4 გოლი გაიტანეს 4:1.

ტაიმის მიწურულს რამდენიმე წამიან მონაკვეთში „ბაქსვუდმა“ 2 გაიტანა და შესვენებაზე გუნდები 4:3 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი „მცხეთის“ უპირატესობით წარიმართა, გუნდი 31-ე წუთისთვის 8:3-ს იგებდა.

ბოლო 10 წუთი კი „ბაქვსუდელებისთვის“ გამოდგა წარმატებული, გუნდმა 5 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ერთიც გაუშვა და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ს.ა. – 9:8.

MVP - გიორგი ნონეშვილი.

„გრანდ ავლაბარი 2“  VS „ქვემო ქართლი“ – 4:5.

დაძაბული დაპირისპირება, სადაც გამარჯვება „ქართლელებმა“ ბოლო წუთზე მოიპოვეს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მიუხედავად ბევრი გატანილი გოლისა, მატჩში 2 ბურთით წინ გასვლა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა.

მე-10 წუთისთვის გუნდებს 2-2 გოლი ჰქონდათ გატანილი. ორივე შემთხვევაში მდევრის როლში „ქართლი“ აღმოჩნდა.

მეორე ნახევარში წინ გასვლა უკვე „ქვემო ქართლმა“ შეძლო. გუნდი პირველად დაწინაურდა თამაშში, თუმცა 4 წუთში გიორგი ბაბაიანის გოლით მესამედ გათანაბრდა ანგარიში - 3:3.

38-ე წუთზე გუნდებმა კიდევ გაცვალეს თითო გოლი - 4:4. გამარჯვების მომტანი გოლი კი მე-40 წუთზე სოსო ოგნაძემ გაიტანა და „ქართლელები“ სერიაში წინ გავიდნენ.

ს.ა. – 4:5.

MVP - უჩა გიორბელიძე.

„SL ACADEMY 2” VS „კომაროვი“ – 10:8.

რეგულარული სეზონის ჩემპიონებმა პირველი ნახევარი 7:1 ანგარიშით იმარჯვეს და თამაშის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

მეორე პერიოდში „კომაროველები“ მეტად გააქტიურდნენ, შედეგად გუნდმა მოწინაღმდეგეს პრობლემები შეუქმნა და 7 გოლის გატანაც მოახერხა.

პოკერის შესრულება შეძლო ტოლიკა კოდალაშვილმა, ჰეთრიქი გაიფორმა ილია გოგოხია-ხატისკაცმა. „კომაროვიდან“ დუბლი დემეტრე კუხალაშვილმა და გიორგი ბექაურმა შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამასებაად ტოლიკა კოდალაშვილი და დემეტრე კუხალაშვილი დასახელდნენ.

შეგახსენებთ, რომ ¼ ფინალური ეტაპი 2 გამარჯვებამდე გრძელდება, განმეორებითი თამაშები 7 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026