არმია-ევროპაბეთი 0:1.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
17 ივნისი 2017

არმია-ევროპაბეთი 0:1.მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში  კორპორატიული თასის  ½  ფინალური  ეტაპის   შეხვედრა  გაიმართა, რომელშიც  ერთმანეთს, არმია  და  ევროპაბეთი დაუპირისპირდა. "ბუკმეიკერებმა" ზედიზედ მესამედ მოახერხეს ოქროს ლიგის გუნდის დამარცხება და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა -  1:0  ევროპაბეთის სასარგებლოდ. ფინალში მათი მეტოქე პატრულისა და  სფფ2-ს  შორის  შეხვედრაში უნდა გაირკვეს. მატჩი 18 ივნისს, 19:00 სთ-ზე გაიმართება.

Sbm.ge გამარჯვებული გუნდის კაპიტანს გაესაუბრა

გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი: „ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას და ფინალში გასვლას. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს უკვე მესამე თამაშია ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს ბოლო წუთებამდე ანგარიში უცვლელი არის, მესამედ მოვახერხეთ ბოლო წუთებზე გოლის გატანა, რაც ძალიან მიხარია . წინ ფინალია,  აუცილებლად მოვემზადებით დავისვენებთ და როდესაც  გაირკვევა  ჩვენი მოწინააღმდეგე ღირსეულად დავხვდებით და შევეცდებით,პირველად ავიღოთ ეს თასი. "



  © SBM, 2016-2024