BetssonSBMLeague - გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ!
ყველა სიახლე
26 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის ¼ ფინალური შეხვედრები გაიმართა.
გასული წლებისგან განსხვავებით პლეი-ოფი ერთმატჩიანი იყო და გუნდებმა მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლეს.
გრანდ ლიგაში რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა „ოცდაექვსმა“ მოქმედი ჩემპიონი „McGill” დაამარცხა და ჩემპიონატიდან გამოთიშა. „26“-მა მეტოქეს დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 1-0 დასრულდა საბოლოოდ 5-1 სძლია. მე-18 წუთზე „იურისტება“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (2-1) და შეხვედრა მეტად სანახაობრივი გახდა, მაგრამ „26“-მა მალევე შეძლო წინ გასვლა, რაც გარდამტეხი აღმოჩნდა.
„ოცდაექვსი“-ს მეტოქე ½ ფინალში „არსენალი“ იქნება. „არსენალსა“ და „ბაქსვუდს“ შორის გამართული მატჩი გოლის გარეშე დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც ალექსანდრე ნასყიდაშვილმა ორი დარტყმა მოიგერია და „არსენალმა“ 4-3 იმარჯვა.
დრამატული იყო „ავერსისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მატჩიც. გუნდები აქტიურად უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ერთადერთი მომენტის რეალიზება შეძლო ლაშა ხომასურიძემ მეოცე წუთზე და „ლიბერთი“ მომდევნო ეტაპზე გავიდა.
„ლიბერთის“ მოწინააღმდეგე ფინალში მოსახვედრად სამგზის ჩემპიონი „არმია“ იქნება, რომელიც ტიტულის დასაბრუნებლად იბრძვის. „ძალოვნებმა“ შეიძლება ითქვას მარტივად მოახერხეს „ენერგო-პრო“-ს დამარცხება, ანგარიშით 4-1. „არმია“ უპირატესობას მთელი თამაში ფლობდა, რაც გოლებშიც გარდასახეს. მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერია ლევან სხულუხიამაც.
რაც შეეხება საკვალიფიკაციო ლიგას, გვქონდა სენსაციური მატჩებიც. „Melo`s Dispatch”-მა, რომელიც წრიულ ეტაპზე ბოლო ადგილზე გავიდა, პირველადგილოსანი „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ დაამარცხა ¼ ფინალში. აღსანიშნავია, რომ „G.B.A.”-სთვის ეს სეზონში პირველი მარცხი იყო, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„მელოს დისპეჩმა“ დამაჯერებელი ანგარიში დააფიქსირა საკვალიფიკაციო ლიგის ლიდერთან - 6-1. ბადრი ლურსმანაშვილის სახელზე დუბლი და საგოლე გადაცემაა, კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი ჟღენტმაც.
სენსაციის ავტორები ½ ფინალში „თიბისი უზბეკეთს“ შეხვდებიან.
ჩემპიონატს გამოეთია „ბეთსონიც“. „მშრალი პორტის“ რიგებიდან თამაშის ბოლო წუთზე რატი გობაძემ შეძლო მეტოქის კარის აღება. „ბეთსონმა“ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოასწრო და 1-0 დამარცხდა.
„Everstone” ერთადერთი გუნდი გამოდგა ზედა ოთხეულიდან, რომელმაც ½ ფინალში გასვლა მოახერხა. მისი მეტოქე „AMTS” იყო, რომელთანაც 2-0 იმარჯვა. ცოტნე ბუკიასა და ირაკლი კიკნაძის გოლებით „ევერსტონი“ ფინალისთვის ბრძოლას აგრძელებს.
შესაბამისად, მივიღეთ შემდეგი ½ ფინალური წყვილები:
გრანდ ლიგა
„არმია“ VS „ლიბერთი“
„ოცდაექვსი“ VS „არსენალი“
საკვალიფიკაციო ლიგა
„Everstone” VS “მშრალი პორტი“
„Melo`s Dispatch” VS „TBC უზბეკეთი“
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის ½ ფინალური შეხვედრები 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.




