„ილიაუნმა“ „სასკოლო აკადემია“ დაამარცხა და ცხრილში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2026

„ილიაუნმა“ „სასკოლო აკადემია“ დაამარცხა და ცხრილში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა!

18 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„ილიაუნი“ VS „SL ACADEMY” – 6:5.

შეხვედრაში ანგარიში ილია გეწაძემ გახსნა, თუმცა გიორგი კაციტაძის დუბლით „ილიაუნმა“ ტაიმის  მოგება მოახერხა. მეორე ნახევარი ფრედ 4:4 დასრულდა. „აკადემიელთა“ მხრიდან ჰეთრიქის შესრულება აკაკი ჯეჯიამ შეძლო.

„ილიაუნიდან“ ჰეთრიქი გიორგი კაციტაძემ შეასრულა.

„ილიაუნმა“ მეტოქეს 1 ბურთით აჯობა და ცხრილში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ გიორგი კაციტაძე დასახელდა.

„BSC” VS „გრანდ ავლაბარი“ – 9:7.

უხვგოლიანი შეხვედრის პირველი ნახევარი 4:1 დასრულდა. მეორე ნახევარში „ავლაბრელები“ მეტად გააქტიურდნენ, მეტოქეს 8 წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაუტანეს და ანგარიში გაათანაბრეს.

გადამწყვეტი უპირატესობა „ბათუმელებმა“ მატჩის ბოლო წუთზე მოიპოვეს და მოწინააღმდეგის კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს.

ს.ა. – 9:7.

„35-ე სკოლა“ VS „დუშეთი“ – 6:8.

პირველი ნახევარი „სკოლის ბიჭების“ სასიკეთოდ დასრულდა, გუნდმა 4:3 იმარჯვა და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე პერიოდში „დუშელებმა“ მოუმატეს, 27-ე წუთისთვის გუნდი 4:5-ს იგებდა.

საბოლოო გოლი კი გიორგი არაბულის ანგარიშზეა.

„დუშეთმა“ ამ გამარჯვებით 24 ქულა დააგროვა და მესამე ადგილოსან “EU”-სთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შემცირდა.

MVP - ნიკა კუპრავიშვილი.

„EU” VS „თსუ 2“ – 1:2.

უნივერსიტეტულ დაპირისპირებაში „თესეულებმა“ „ევროპის უნივერსიტეტი“ დაამარცხეს და წაუგებელი სერია 4 მატჩამდე გაზარდეს.

მატჩის სამივე გოლი პირველ 10 წუთში გავიდა. ანგარიში გიორგი თარხნიშვილმა გახსნა, გიორგი ქურციკიძემ გაათანაბარა, ხოლო გიორგი შათირიშვილმა „თსუ 2“ დააწინაურა.

მიუხედავად შექმნილი მრავალი მომენტისა, ეს შათირიშვილის გოლი გამოდგა საბოლოო ამ დაპირისპირებაში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ქურციკიძე დასახელდა.

მე-17 ტურის შეხვედრები 25 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026