ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი დასკვნით ფაზაში შევიდა!
ყველა სიახლე
18 და 19 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტურში 3 ქულის აღება „ფალკონებმა“, „ბათუმელებმა“ და „თესეუელებმა“ შეძლეს.
“FLC 03-2” VS „ქუთაისი“ – „ფალკონებმა“ „ქუთათურები“ 8:2 დაამარცხეს და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
პირველი ნახევარი 5:2 დასრულდა, „ნომინალურმა მასპინძლებმა“ სასურველი უპირატესობა პირველ ტაიმში მოიპოვეს. შესვენებიდან დაბრუნებულმა „ფალკონმა“ მეტოქეს კიდევ 3 გოლი გაუტანა და პირველი გამარჯვება იზეიმა.
მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ ლუკა კანკავა დასახელდა, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„რუსთავი“ VS „ბსსა“ – 5:7.
„საზღვაო აკადემიამ“ 3 მატჩიანი მოუგებელი სერია „რუსთავთან“ დაასრულა. პირველ 20 წუთში მაყურებელმა მხოლოდ 3 გატანილი ბურთი იხილა, ტაიმი „ბათუმელებმა“ 1:2 მოიგეს. მეორე ნახევარში პოკერის შესრულება მოახერხა სპარტაკ ლომიძემ, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
ს.ა. – 5:7.
MVP - სპარტაკ ლომიძე.
ამ გამარჯვებით „ბსსა“ მეორე ადგილზე მყოფ „UG 2”-ს ქულათა რაოდენობაში გაუთანაბრდა - 35.
ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „თსუ“ და “UG 2” შეხვდნენ, სადაც დაძაბულ შეხვედრაში „თესეუელებმა“ 2:1 იმარჯვეს.
გიგი ლომაიას გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით მოახერხა ანგარიშის გახსნა ნიკა ოთინაშვილმა და სწორედ ამ გოლით მოიგო ტაიმი „თსუ“-მ.
21-ე წუთზე გიორგი თოდუამ ანგარიში 2:0 გახადა. 24-ე წუთზე ლაშა ერქომაიშვილმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის შემდეგაც მსაჯმა მოედნიდან გააძევა, 6-მეტრიანი დარტყმულით კი ლაშა კურტანიძემ ისარგებლა - 2:1.
დარჩენილ წუთებში მომენტები ორივე გუნდის კართან ვნახეთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ ნიკა ოთინაშვილი დასახელდა. „თსუ“-მ მიმდინარე სეზონში „იუჯი“-ს მეოთხედ აჯობა.
ლიგა 2-ის დასკვნითი, მე-20 ტური 1 მაისს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.
შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.

