ფუტსალის ლიგა 3-ში სიმჭიდროვეა როგორც ცხრილის სათვეში, ისე ქვედა ნაწილში!
ყველა სიახლე
3 და 6 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა.
„შევარდენი 2012“ VS “BSC” – 5:7.
„შევარდენმა“ „ევროპის უნივერსიტეტთან“ დაკარგული ქულების შემდეგ, მარცხი „ბათუმელებთანაც“ განიცადა.
პირველი ნახევარი ფრედ 3:3 დასრულდა. „ქუთათურთა“ მხრიდან სამივე გოლი გიორგი ხიდეშელის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში ხიდეშელი პოკერს იფორმებს და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ. „სპორტული ცენტრის“ ბიჭებმა 1 წუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაიტანეს და აგარიში 4:5 გახადეს.
31-ე წუთზე ხიდეშელის პასით აკაკი ბარქაიამ აღადგინა წონასწორობა, მაგრამ გარდამტეხი უპირატესობა მაინც „აჭარლებმა“ მოიპოვეს.
ს.ა. 5:7.
MVP - დავით მამალაძე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხიდეშელმა 5-ვე გოლში მოახერხა მონაწილეობის მიღება - 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა!
დაძაბული გამოდგა „თსუ 2“-სა და „ილიაუნს“ შორის გამართული უნივერსიტეტული დერბი - 3:3.
პირველი გოლის გატანა გიორგი ნოზაძემ მოახერხა, საპასუხო გოლი კი მალევე დავით ბერიამ გაიტანა. პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი კიდევ გაცვალეს. ბერიამ საკუთარი გუნდი მე-17 წუთზე წინ გაიყვანა, ვახტანგ ტალახაძემ კი რამდენიმე წამში წონასწორობა კვლავ აღადგინა - 2:2.
მეორე ნახევარში გიორგი ნოზაძემ დუბლი შეასრულა და „ილიაუნი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. ანგარიშის გამათანაბრებელი და ბოლო გოლი კი გიორგი ქურციკიძის სახელზეა - 3:3.
MVP - დავით ბერია ( დუბლი ).
MVP - გიორგი ნოზაძე ( დუბლი ).
ტურის დასკვნით შეხვედრაში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა „სასკოლო აკადემიამ“ „35-ე სკოლა“-სთან.
მაყურებელმა 15 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც 8 პირველ პერიოდიში გავიდა. „35-ე სკოლამ“ ტაიმი 3:5 მოიგო და შესვენებაზე 2 ბურთიანი უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარში ამირან ცხომარიას შეგირდებმა მეტოქეს მიჯრით 5 გოლი გაუტანეს და ქამბექი შემოგვთავაზეს - 8:5. ამის შემდეგ თითო გოლი კიდევ გაიცვალა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშად 9:6 დაფიქსირდა.
„35-ე სკოლა“ - ჰეთრიქის შესრულება აკაკი ქიმერიძემ მოახერხა, დუბლი კი ბექა სამყურაშვილის ანგარიშზეა.
„SL ACADEMY” - ჰეთრიქი დაჩი მეტრეველმა შემოგვთავაზა, დუბლი კი გაგა სამარგულიანმა და გიორგი გოდერძიშვილმა.
MVP - დაჩი მეტრეველი.
მე-16 ტურის ოთხივე შეხვედრა 18 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

