„თსუ“-მ სამი ტურით ადრე ½ ფინალის პირდაპირი საგზური გაინაღდა!

ყველა სიახლე
30 მარტი 2026

„თსუ“-მ  სამი ტურით ადრე  ½ ფინალის პირდაპირი საგზური გაინაღდა!

28 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-17 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

დღის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს „UG 2” და „ბსსა“ დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება „თბილისელებს“ დარჩათ - 4:0.

„იუჯიმ“ პირველი ნახევრის მოგება ლევან იახტნიშვილის დუბლით მოახერხა, მეორე ტაიმში კი იახტნიშვილმა საკუთარ მონაგარს კიდევ ერთი გოლი შემატა. მატჩის საბოლოო გოლი 36-ე წუთზე ირაკლი ცაგარეიშვილმა გაიტანა, რაც იმას ნიშნავდა რომ „უნივერსიტეტელებმა“ მნიშვნელოვან სამ ქულას მოაწერეს ხელი.

ამ გამარჯვებით „UG 2”-მა 32 ქულა დააგროვა და „ბათუმელებთან“ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო მე-2 პოზიციაზე გაიდანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ხოლო ½ ფინალური ეტაპის პირდაპირი საგზურის მოპოვება მხოლოდ პირველ და მეორე ადგილოსანს შეუძლია.

„რუსთავი“ VS „ქუთაისი“ – 3:3.

„ქუთათურებმა“ „რუსთაველებთან“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. მატჩის სტარტი და პირველი ტაიმი სრულად „ქუთაისის“ უპირატესობით მიმდინარეობდა. გუნდმა გიორგი რევიშვილის გოლით პირველი ნახევარი 0:1 ანგარიშით მოიგო.

მეორე პერიოდში სხვაობა 2 ბურთამდე ირაკლი გვეტაძემ გაზარდა, თუმცა მალევე „რუსთავი“ გააქტიურდა და მეტოქეს მიჯრით 3 გოლი გაუტანა - 3:2. „რუსთაველებს“ სრული ქამბექის შესასრულებლად ორი წუთი აშორებდათ, როცა ნიკა ქარელის გოლით ანგარიში კიდევ ერთხელ გათანაბრდა - 3:3.

დაძაბულ ბრძოლაში გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩის საუკეთესოებად კი ალექსანდრე ტურიაშვილი ( 2 გოლი ) და ნიკა ქარელი ( გოლს + საგოლე გადაცემა) დასახელდნენ.

ტურის დასკვნით შეხვედრაში „თსუ“ -მ„FLC03-2” დიდი ანგარიშით დაამარცხა და რეგულარული სეზონის ჩემპიონი გახდა.

პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, „თესეუელებმა“ ტაიმი 7:0 მოიგეს და გუნდები მეორე პერიოდში საბოლოო ანგარიშის დასაფიქსირებლად გამოვიდნენ.

გატანილ 7-ს გუნდმა კიდევ ორი ბურთი დაუმატა, „ფალკონებიდან“ კი პრესტიჟის გოლი გოგი ლობჯანიძეს სახელზეა. დუბლის შესრულება ნიკა ოთინაშვილმა და ლაშა ხარაიშვილმა მოახერხეს.

თითო გოლი კი კუხიანიძემ, თოდუამ, ერქომაიშვილმა, ბერიამ და კურტანიძემ გაიტანეს.

ს.ა. – 9:1.

MVP - ლაშა ხარაიშვილი!

„უნივერსიტეტის“ გუნდს 17 ტურის შემდეგ 43 ქულა აქვთ დაგროვებული.

მე-18 ტურის მატჩები 6 და 7 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026