BetssonSBMLeague: გრანდ ლიგასა და საკვალიფიკაციო ლიგაში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლე
29 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა.
მეშვიდე ტურით ორივე ჩემპიონატში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი-ოფის წყვილები გამოვლინდნენ.
გრანდ ლიგაში ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდა, საბოლოოდ კი 15-15 ქულით პირველ-მეორე ადგილი „ოცდაექვსმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ გაიყვეს. საკვალიფიკაციო ლიგაში პირველობა 17 ქულით “G.B.A”-მ მოიპოვა და „Everston”-თან ერთად ჯგუფური ეტაპი წაუგებლად გაიარა.
დასკვნითი ტური საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. „ევერსტონმა“ „ბეთსონი“ 2-0 დაამარცხა და აქტივში სამი ქულა ჩაიწერა. თორნიკე ქართველიშვილისა და დათო ღაღაიშვილის გოლებს „ბუკმეიკერთა“ რიგებიდან არავინ გამოხმაურებია.
მინიმალური ანგარიშთ 1-0 იმარჯვა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ „მშრალ პორტთან“. ლაშა მდივანის პირველივე წუთზე გატანილი გოლით „G.B.A.“-მ ჩემპიონატში პირველობა გაიფორმა.
სამი ქულა აიღო „TBC უზბეკეთმა“ „ჯი არ სი“-სთან. ტურის დასკვნით მატჩში კი ერთმანეთს „AMTS” და „Melo`s Dispatch” დაუპირისპირდნენ, რომელთაც ჯერ მოგება არ ჰქონიათ. სტატისტიკა „AMTS“-მა გამოისწორა და მეტოქეს 6-2 სძლია. მეოთხე წუთზე ანგარიში 1-1 იყო. „AMTS” წინ პირველივე ტაიმში გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. ოთხი გოლით შეხვდრაში გიორგი ჭანტურია გამოირჩა.
გრანდ ლიგა „არმიისა“ და „McGill“-ის მატჩით გაიხსნა. მეშვიდე წუთზე „იურისტები“ დაწინაურდნენ, მაგრამ „არმიამ“ წონასწორობა მალევე აღადგინა და ორწუთიან ინტერვალში კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა. საბოლოოდ მატჩი „ძალოვნების“ სასარგებლოდ 4-2 დასრულდა.
დიდი სხვაობით 9-2 სძლია „ენერგო-პრომ“ გათამაშების ლიდერ „ოცდაექვსს“. შეხვედრა სრულად „ენერგეტიკოსების“ დომინაციით წარიმართა. ჰეთ-თრიკი გაიფორმეს ამირან ცხომარიამ, გიორგი ჭოხონელიძემ და ლაშა ნინიკაშვილმა.
„ლიბერთი ბანკისა“ და „არსენალის“ დაპირისპირება „არსენალის“ სასარგებლოდ დაიწყო, მაგრამ „ბანკირებმა“ გოლის მიღებიდან რამდენიმე წამში ავტოგოლით წონასწორობა აღადგინეს. 1-1-ის შემდეგ დუბლი შოთა მათიაშვილმა გაიფორმა, რასაც გიორგი გაგუას გოლიც დაემატა და „ლიბერთიმ“ 4-1 მოიგო.
მსგავსი ანგარიშით, 4-1, დასრულდა „ავერსისა“ და „ბაქსვუდის“ შეხვედრაც, თუმცა ამ შემთხვევაში „ბაქსვუდს“ უპირატესობა თავიდანვე ჰქონდა და მთელი თამაში ლიდერობდა. ლადო ასათიანის ჰეთრიკით და ვახტანგ ანთიძის გოლით „ბაქსვუდმა“ წრიული ეტაპი მოგებით დაასრულა.
რეგულარულ სეზონში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით პლეი-ოფის წყვილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გრანდ ლიგა
ოცდაექვსი VS McGill
ლიბერთი ბანკი VS ავერსი
ბაქსვუდი VS არსენალი
არმია VS ენერგო-პრო
საკვალიფიკაციო ლიგა
G.B.A. VS Melo`s Dispatch
Everstone VS AMTS
TBC უზბეკეთი VS ჯი არ სი
betsson VS მშრალი პორტი
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის პლეი-ოფი ორმატჩიანია და სტარტს 26 აპრილს აიღებს. შეგახსენებთ, რომ მეგობრობის თასზე ყველა გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

.jpg)


