ახალგაზრდულ ლიგაში „მცხეთის I საჯარო სკოლა“-მ ცხრილში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
18 მარტი 2026

ახალგაზრდულ ლიგაში „მცხეთის I საჯარო სკოლა“-მ ცხრილში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა!

13-14-15 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახელში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

„ქვემო ქართლი“ VS „კომაროვი -2:4.

„კომაროველებმა“ „ქვემო ქართლი“ დაამარცხეს და სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვეს. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში „კომაროვმა“ აქტიურად შეუტია და მეტოქეს 2 წუთში 3 გოლი გაუტანა. ბოლო გოლი ლადო ჩიმაკაძეს ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ქართლელებმა“ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

MVP - ლუკა შაქარაშვილი (მეკარე).

ტურის ყველაზე გამორჩეული და დაძაბული მატჩი „SL ACADEMY 2”- სა და „მცხეთის I საჯარო სკოლას“ შორის შედგა.

შეხვედრაში მაყურებელმა 15 გატანილი ბურთი, უამრავი სახიფათო მომენტი, 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი იხილა.

შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ „მცხეთელები“ – 3:4.

მეორე ნახევარში მატჩს ლიდერი რამდენჯერმე შეეცვალა, მაგრამ ყველაზე დაძაბული პერიოდი 37-ე წუთზე დაიწყო.

„აკადემიელები“ 7:5-ს იგებდნენ და მატჩის დასრულებამდე 3 წუთი იყო დარჩენილი, სწორედ ამ დროში მოახერხა „მცხეთამ“ 3 გოლის გატანა და თამაშის მოგება.

„სლ აკადემიიდან“ დუბლი ილია გოგოხია-ხატისკაცმა, ტოლიკა კოდალაშვილმა და ლექსო ჭინჭარაულმა შეასრულეს.

„მცხეთიდან“  პოკერი დაჩი კაპანაძის ანგარიშზეა, 2 გოლი გიორგი ნონეშვილმა გაიტანა (მათ შორის გამარჯვების).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად ილია გოგოხია-ხატისკაცი და ალექსანდრე მარჩენკო დასახელდნენ.

ამ გამარჯვებით „მცხეთამ“ „აკადემიელების“ 9 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.

„ლოგოსი“ VS “UG სკოლა“ – 2:3.

თამაშის პირველი ნახევარი ლოგოსმა, გუნდის ბომბარდირის გოლით 1:0 იმარჯვა.

25-ე წუთისთვის ჯავაშვილისა და ხუციძის გოლებით „იუჯი“ გავიდა წინ, მაგრამ ბენდელიანმა წონასწორობა რამდენიმე წამში აღადგინა. 3 ქულის მომტანი გოლი კი ლაზარე ჯავაშვილის ანგარიშზეა, რომელიც 39-ე წუთზე იქნა გატანილი.

MVP - ლაზარე ჯავაშვილი.

„ბაქსვუდის სკოლა“ VS „გრანდ ავლაბარი 2“ – 4:8.

„ავლაბარმა“ „ბაქსვუდის სკოლა“ მარტივად დაამარცხა და ცხრილში 3 ქულა ჩაიწერა.

პირველი ნახევარი მსგავსად მეორისა იდენტური ანგარიშით 2:4 დასრულდა. მატჩში პოკერი შეასრულა გიორგი არაბულმა, ჰეთრიქი კი გიორგი ბაბაიანმა და გეგა გიგაშვილმა გაიფორმეს.

MVP - გიორგი არაბული.

ახალგაზრდული ლიგის მე-12 ტური 22 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნება.



  © SBM, 2016-2026