ფუტსალის ლიგა 3-ში „EU”-მ „შევარდენი“-ს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა!
ყველა სიახლე
13 და 14 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის მატჩები გაიმართა.
მე-14 ტური „ილიაუნი“ „გრანდ ავლაბრის“ შეხვედრით დაიწყო. „უნივერსიტეტელებმა“ „ავლაბრელები“ დიდი სხვაობით - 9:3 დაამარცხეს და ცხრილში მნიშვლნელოვანი 3 ქულა ჩაიწერეს.
პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა, ტაიმში გვქონდა წითელი ბარათიც, რომელიც საბა კუხიანიძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ „ილიაუნმა“ კაცნაკლულმა 2 წუთი თავი ისე დაიცვა რომ გოლი არ გაუშვია.
მეორე ნახევრის სტარტზე „ავლაბარი“ აქტიურად გამოიყურებოდა, გუნდმა ერთი ბურთის გაქვითვაც მოახერხა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ზედიზედ 5 გოლი გაიტანა და გამარჯვება ნაადრევად იზეიმა - 9:3.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბიბილეიშვილი გახდა.
„EU” VS „შევარდენი 2012“ - ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვება „ევროპის უნივერსიტეტს“ დარჩა.
პირველმა ტაიმმა შედარებით დაბალ ტემპში ჩაიარა, ვიხილეთ გიორგი ხიდეშელის ერთადერთი გოლი და ამასთან ერთად 4 ყვითელი ბარათი.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 2 წუთში „EU” წინ გავიდა - 2:1.
ამის შემდეგ წონასწორობა შეხვედრაში 3 ჯერ აღდგა და ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ გუნდებს ქულები უნდა გაეყოთ, თუმცა ბოლო წუთზე ცოტნე ჩილაჩავამ გაიტანა და „EU”-მ 3 ქულა ცხრილის ლიდერთან მოიპოვა.
გამორჩეული თამაში ქონდათ ვახტანგ კუსიანს (2 გოლი) და გიორგი ხიდეშელს (3 გოლი).
ს.ა. – 5:4.
„დუშეთი“ VS „SL ACADEMY” – 7:5.
მატჩის პირველი პერიოდი ფრედ 3:3 დასრულდა. მეორე ტაიმში უკეთესად თავი „დუშეთმა“ წარმოაჩინა და 4 -ის გატანა შეძლო, საკუთარ კარში კი 2 მიიღო.
„დუშეთიდან“ დუბლი ნიკა კუპრავიშვილვა და გიგა ლაგაზაშვილმა შეასრულეს. „აკადემიიდან“ ჰეთრიქის გაფორმება ილია ნუცუბიძემ მოახერხა.
MVP - გიგა ლაგაზაშვილი ( 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა).
„დუშეთი“ ცხრილში მე-4 პოზიციაზე 21 ქულითაა, „სასკოლო აკადემია“ კი 8 ქულით ბოლო ადგილს იკავებს და პლეი-ინში გასვლისთვის ბრძოლობს.
“35-ე სკოლა“ VS “თსუ 2“ – 5:8. ტურის დასკვნითი მატჩი, სადაც გამარჯვება „თესეუელებს“ დარჩათ.
პირველი ნახევარი ფრედ 3:3 დასრულდა და გუნდები შესვენებაზე საბრძოლო ხასიათით გავიდნენ. მეორე პერიოდში წინ „35-ე სკოლა“ გიგა სხილაძის გოლით გავიდა. გაშვებული გოლის შემდეგ „უნივერსიტეტელებმა“ მოწინააღმდეგეს მიჯრით 4 გოლი გაუტანა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ს.ა. – 5:8.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა გაგნიძე დასახელდა, რომელმაც 2 გოლის გატანა შეძლო.
ლიგა 3-ის მე-15 ტური 3 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

