ფუტსალის ლიგა 2-ში 16 ტურის შემდეგ FLC03-2 კვლავ ქულის გარეშეა!

ყველა სიახლე
18 მარტი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ში 16 ტურის შემდეგ FLC03-2 კვლავ ქულის გარეშეა!

13 და 14 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 3 შეხვედრა გაიმართა.

პირველ მატჩში ერთმანეთს „FLC 03-2” და “UG2” დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება „უნივერსიტეტელებს“ დარჩათ.

ანგარიში შორეული დარტყმით დავით უბილავამ გახსნა, თუმცა ლაზარე ჯავაშვილის და ირაკლი ცაგარეიშვილის გოლებით „იუჯიმ“ ტაიმი მაინც მოიგო.

მეორე ნახევრის სტარტზე საკუთარი გუნდის უპირატესობა გიორგი ქავთარაძემ გაზარდა - 1:3.

35-ე წუთისთვის ლაშა დობორჯგინიძემ სხვაობა შეამცირა და შეხვედრაში ინტრიგა კვლავ გაჩნდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ „UG”-მ მიჯრით 3 გაიტანა და მატჩს წერტილი დაუსვა - 2:6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან იახტნიშვილი დასახელდა.

16 ტურის შემდეგ „ფალკონები“ ცხრილში ქულის გარეშე არიან, „იუჯი 2“ კი 29 ქულით მესამეა.

14 მარტის დღე „რუსთავი“ VS „თსუ“-ს დაპირისპირებით გაიხსნა.

ცხრილის ლიდერებმა პირველი ნახევარი კომფორტული უპირატესობით 0:3 იმარჯვეს. თავის გამოჩენა ლაშა ხარაიშვილმა, გიორგი თოდუამ და ვახტანგ დადიანმა მოახერხეს.

მეორე ნახევარში „რუსთაველები“ პირველ პერიოდთან შედარებით მეტად გააქტიურდენ, რამაც შედეგი ტაიმის არ წაგებაში გამოიღო.

„რუსთავიდან“ გოლების გატანა გიორგი არევაძემ და ალექსანდრე გოგოლაძემ მოახერხეს, „თსუ“-დან კი გიორგი თოდუამ და საბა დავითულიანმა. თამაშის მეორე ნახევარი ფრედ - 2:2 დასრულდა, გამარჯვება კი „უნივერსიტეტელებს“ 2:5 დარჩათ.

„თსუ“ პირველი ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ასპარეზობს და ცხრილის სათავეში 40 ქულითაა. „რუსთავი“ მე-5 ადგილს 14 ქულით იკავებს.

მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი გიოგრი თოდუა გახდა.

დაძაბული გამოვიდა ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „ქუთაისი“ და „ბსსა“ შეხვდნენ.

ანგარიში მე-4 წუთზე, ომარ ცარიელაშვილმა გახსნა და ქუთათურები დააწიუნაურა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სახიფათო მომენტები იქმნებოდა როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან. ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი ფარღალავა ავტოგოლით გათანაბრდა.

მეორე ნახევარმა მეტად დაძაბულად, თუმცა უგოლოდ ჩაიარა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გამოსარჩევი და აღსანიშნავია „ქუთაისის“ კარის დარაჯის, სტანისლავ მიკნიუსის თამაში, რომელიც მატჩის ბოლოს თემურ დევაძესთან ერთად საუკეთესოდ დასახელდა.

„ქუთაისი“ მე-4 ადგილს 24 ქულით იკავებს, „ბსსა“ კი მე-2 პოზიციაზე 32 ქულითაა.

ლიგა 2-ის მე-17 ტური 20 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026