BetssonSBMLeague: ძირითად ჩემპიონატში 1/2 ფინალური სერიის პირველი შეხვედრები გაიმართა!

ყველა სიახლე
16 მარტი 2026

BetssonSBMLeague: ძირითად ჩემპიონატში 1/2 ფინალური სერიის პირველი შეხვედრები გაიმართა!

15 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ბადის გუნდებმა საპლეიოფო შეხვედრები გამართეს.

½ ფინალური სერიის პირველი მატჩები ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგებში სანახაობრივი გამოდგა.

„ბაქსვუდმა“ „რუსთავის აზოტთან“ 3-1 იმარჯვა და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. ლუკა ქარაიას დუბლითა და გიორგი ახლანძის გოლით „ბაქსვუდი“ ისე დაწინაურდა, რომ მეტოქეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვა.

სანახაობრივი და დრამატული იყო ოქროს ლიგაში „ენერგო-პრო“-სა და „არმია“-ს დაპირისპირება. შეხვედრა პირველივე წამებიდანვე აქტიურად დაიწყო. მაღალი ტემპითა და სახიფათო მომენტებით თამაშში ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა. „ენერგეტიკოსებმა“ ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში და გუნდები ფრეზე უნდა გაყრილიყვნენ, თუმცა ბოლო წამებზე „ძალოვნების“ კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო და ნადიმ კახაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა - 3:2. შეხვედრაში გოლით და ორი საგოლე გადაცემით საუკეთესო შმაგი ჭოხონელიძე იყო.

ოქროს ლიგის მეორე წყვილში „შსს“ დაწინაურდა. „ავერსმა“ ბევრი მცდელობის მიუხედავად, მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა და 2-0 დამარცხდა.

უგოლო ფრე დაფიქსირდა ვერცხლის ლიგაში „NS Studio“-სა და „ფარვანა“-ს შორის. წყვილში გამარჯვებულის ბედი სრულად განმეორებით მატჩში გადაწყდება.

სუპერლიგაში „ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს ბანკს“ 3-1 სძლია. მე-9 წუთზე „GM” ორბურთანი უპირატესობით იგებდა. ტაიმის ბოლოს „BOG”-მა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოოდ „GM”-ის მცდელობებმა ბოლო წუთზე გამოიღო შედეგი და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა „კროკობეთმა“ „ნიკორა“. შეხვედრაში დუბლით ზურაბ გარსევანიშვილი გამოირჩა. „ბუკმეიკერებმა“ განმეორებითი მატჩისთვის კარგი განწყობა შეიქმნეს და „GM”-თან ერთად საბოლოო ეტაპს მიუახლოვდნენ.

თანაბრი ბრძოლა „ბაზისბანკსა“ და „ბანკი ქართუს“ შორის ფრედ 2-2 დასრულდა. მიხეილ თოფურიამ მეათე წუთამდე დუბლი გაიფორმა და „ბაზისბანკი“ წინ გაიყვანა. ტაიმი ბოლომდე უჩა მამულაშვილმა ერთი ბურთ გაქვითა, მეორე ნახევარში კი თოფურიას დუბლითვე უპასუხა და გუნდებმა ფინალში მოხვედრის თანაბარი შანსები შეინარჩუნეს.

შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს ლიგაში „თელასმა“ „TTC” 1-0 დაამარცხა და ბანკირებს შორის გამარჯვებული სწორედ ამ წყვილიდან გასულს შეხვდება ტიტულისთვის ბრძოლაში.

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალურ სერიაში გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული შედეგით გამოვლინდება (არ ითვლება ბურთების სხვაობა). გუნდები, რომლებმაც პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს, ფრეზეც ფინალში ითამაშებენ, მარცხის შემთხვევაში კი პენალტების სერიას ვიხილავთ.

განმეორებითი შეხვედრები ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდებს შორის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 29 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2026