მცხეთის I საჯარო სკოლა 6 მატჩია დაუმარცხებელია და “აკადემიასთან “ ცხრილში 1 ნაბიჯშია!
ყველა სიახლე
6 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 4 მატჩი შედგა.
„გრანდ ავლაბარი 2“ VS „SL ACADEMY 2” – „აკადემიელების“ მიერ მიჯრით მე-7 გამარჯვება ახალგაზრდულ ლიგაში, სასკოლოს ბიჭებმა „ავლაბართან“ 5:6 იმარჯვეს.
პირველი ნახევარი „ავლაბრელთა“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა. თავი ილია ნუცუბიძემ დუბლით და გიორგი არაბულმა ერთი გოლით იჩინა. მოწინააღმდეგე გუნდიდან ტოლიკ კოდალაშვილის გოლი და გიორგი ბაბაიანის ავტოგოლი ვნახეთ. მეორე ტაიმის სტარტზე „აკადემიელებმა“ 2 გოლის გატანა და დაწინაურება მოახერხეს.
შეხვედრაში ლიდერი კვლავ შეგვეცვალა, 2 წუთიან მონაკვეთში დავით ზანგალაძემ დუბლი შეასრულა და წინ კვლავ ავლაბარი გავიდა. შეხვედრის ბოლო 10 წუთს კი თავი უკეთ „აკადემიის ბიჭებმა“ გაართვეს, კვლავ 2 გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
საუკეთესო ფეხბურთელი გყვავს ორივე გუნდის მხრიდან, ილია ნუცუბიძე (ავლაბარი) და ტოლიკ კოდალაშვილი (სასკოლო აკადემია).
„კომაროვი“ VS „I მცხეთის სკოლა“ – 6:7.
დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება „მცხეთელებს“ დარჩათ. პირველი ნახევარი „მცხეთის“ უპირატესობით, 3:5 დასრულდა. მეორე ტაიმის მოგება „კომაროველებმა“ შეძლეს 3:2, თუმცა თამაშის გადარჩენა ვერ გამოუვიდათ. ვიხილეთ დავით სუარიძის ჰეთრიქი, დაჩი კაპანაძის დუბლი და გიორგი ბექაურის დუბლი.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად გიორგი ბექაური და დავით სუარიძე დასახელდნენ.
„იუჯი სკოლა“ VS „ბაქსვუდის სკოლა“ - შეხვედრაში, სადაც ბოლო წუთებამდე ბრძოლა გაჩაღდა, ფრედ 2:2 დასრულდა.
ტაიმი ალიკ სარქისიანის შეგირდებმა მინიმალური სხვაობით 0:1 მოიგეს. მეორე ნახევრის სტარტზე „იუჯიმ“ საბა გელაშვილის გოლით წონასწორობა აღადგინა. 29-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ალექსანდრე ღარიბოვმა გუნდი წინ გაიყვანა 2:1.
ქულის მომტანი გოლი კი ლუკა თანდილაშვილს ეკუთვნის, რომელიც ბოლო დროს გუნდის ლიდერად ყალიბდება.
MVP - საბა გელაშვილი.
„იუჯი“ 6 ქულით ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, „ბაქსვუდი“ კი მე-6 პოზიციაზე 11 ქულითაა.
„ქვემო ქართლი“ VS „ლოგოსი“ - დრამატული დაპირისპირება, სადაც გუნდებმა ქულები თამაშის დასრულებამდე 2 წამით ადრე გაიყვეს!
პირველ 20 წუთში მაყურებელმა ერთადერთი გოლი იხილა, რომლის ავტორიც ლევან ბენდელიანი გახლავთ. მეორე ნახევარი შედარებით მაღალ ტემპში წარიმართა, რასაც როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კარში გატანილი გოლები მოჰყვა. საბა ბურჯალიანმა წონასწორობა 21-ე წუთზე აღადგინა.
ლევან ბენდელიანმა 2-ჯერ მოახერხა საკუთარი გუნდის წინ გაყვანა, თუმცა ორივეჯერ სოსო ოგნაძემ გაათანაბრა. 37-ე წუთზე დავით მიქელაძემ კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ „ლოგოსი“.
ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ „ლოგოსს“ 3 ქულა უნდა ჩაეწერა აქტივში, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 2 წამით ადრე შოთა კუპრავას ავტოგოლი და ანგარიში მეოთხედ გათანაბრდა!
MVP - ლუკა გიორბელიძე.
MVP - შოთა კუპრავა.
მე-11 ტური 13 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს.

