ფუტსალის ლიგა 2-ში „თსუ“-მ „ქუთაისი“-ს 4 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა!

ყველა სიახლე
10 მარტი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ში „თსუ“-მ „ქუთაისი“-ს 4 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა!

7 და 8 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-15 ტურის მატჩები გაიმართა.

„რუსთავი“ VS “UG2” - შეხვედრა,სადაც დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „უნივერსიტეტელებს“ დარჩათ.

ანგარიში დავით ქერდიკაშვილმა გახსნა და სწორედ მისი ერთადერთი გოლით მოიგო „რუსთავმა“ ტაიმი. მეორე ნახევრის სტარტზე, 3 წუთიან ინტერვალში „იუჯიმ“ 2 გოლის გატანა და წინ გასვლა მოახერხა. „რუსთაველებმა“ წონასწორობის აღდგენა ალექსანდრე გოგოლაძის გოლით შეძლეს, თუმცა გამარჯვების გოლი 35-ე წუთზე ლაშა კურტანიძემ გაიტანა - 2:3.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც სწორედ ლაშა კურტანიძე დასახელდა.

„UG2” 26 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, „რუსთავი“ კი 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

ტურის მომდევნო მატჩში პირველადგილოსანი „თსუ“ „ქუთაისს“ შეხვდა და მეტოქე 8:3 ანგარიშით დაამარცხა.

პირველი ნახევარი რომან კუხიანიძის დუბლითა და ლაშა ერქომაიშვილის გოლით გუნდმა 3:1 მოიგო. „ქუთაისიდან“ თავი ბაკურ გულუამ იჩინა. მეორე ტაიმი „თსუმ“ მეტად აქტიურად დაიწყო, რაც მიჯრით გატანილ 5 გოლში აისახა - 8:1. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ბაკურ გულუამ დააფიქსირა - 8:3.

MVP - რომან კუხიანიძე.

„FLC 03-2” VS „ბსსა“ – 8 მარტს გამართულ შეხვედრაში, გამარჯვება „საზღვაო აკადემიას“ დარჩა - 2:3.

ანგარიში ბექა ლორიას გოლით გაიხსნა, წონასწოორბა კი ლუკა კანკავამ აღადგინა. მეორე პერიოდში გიორგი ოთხოზორიას გოლით „ფალკონები“ დაწინაურდნენ - 2:1. მატჩის მიწურულს „ბსსა“-მ მეტოქეს აქტიურად შეუტია და სპარტაკ ლომიძის გოლითა და საგოლე გადაცემით თამაშის შემოტრიალება მოახერხეს -2:3.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სპარტაკ ლომიძე დასახელდა.

„ბსსა“ ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, „ფალკონები“ კი 0 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.

მე-16 ტური სტარტს 13 მარტს აიღებს.

შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026