ახალგაზრდული ლიგის მიმდინარე სეზონში „კომაროველებმა“ პირველი ქულა აიღეს!

ყველა სიახლე
04 მარტი 2026

ახალგაზრდული ლიგის მიმდინარე სეზონში „კომაროველებმა“ პირველი ქულა აიღეს!

27 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის, მე-8 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

დღის პირველ მატჩში ერთმანეთს „ლოგოსი“ და „კომაროვი“ დაუპირისპირდნენ, სადაც „კომაროვმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულის მოპოვება შეძლო.

პირველ ნახევარში მაყურებელმა 8 გატანილი ბურთი იხილა, გუნდები შესვენებაზე 4:4 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმში „კომაროვმა“ წინ გასვლა მოახერხა 4:5, თუმცა ლევან ბენდელიანმა წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 5:5.

MVP - ოთარ ქარჩავა.

MVP - დემეტრე კუხალაშვილი.

„მცხეთის პირველი საჯარო სკოლა“ VS “გრანდ ავლაბარი 2“ – 5:4.

„მცხეთელებმა“ „ავლაბრელები“ დაამარცხეს და ცხრილში მორიგი 3 ქულა მოიპოვეს.

პირველი ნახევრის სტარტი „მცხეთის“ უპირატესობით წარიმართა, გუნდმა 3 გოლის გატანა მოახერხა. მეორე 10 წუთი კი „ავლაბრელების“ გამოდგა, გაგა სამარგულიანის დუბლით და დაჩი მეტრეველის გოლით ანგარიში 3:3 გახდა.

მეორე ტაიმში გამარჯვების მომტანი გოლი ალექსანდრე მარჩენკომ გაიტანა - 5:4. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად დაჩი კაპანაძე (ჰეთრიქი) და გაგა სამარგულიანი (დუბლი) დასახელდნენ. აღსანიშნავია რომ „მცხეთა“ მიჯრით 5 თამაშია არ დამარცხებულა.

„SL ACADEMY 2” VS “UG სკოლა“ – 5:2.

„აკადემიელების“ „იუჯისთან“ მოპოვებული გამარჯვება, მიჯრით მე-6 გამოდგა მიმდინარე რეგულარულ სეზონში. ანგარიში ცოტნე ლალიაშვილმა გახსნა „იუჯის“ მხრიდან, ტაიმის მიწურულს კი დემეტრე სვანიძემ აღადგინა წონასწორობა - 1:1. მეორე ნახევრის სტარტზევე „აკადემიამ“ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 4 გოლი გაუტანა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 5:2.

ვიხილეთ დემეტრე სვანიძისა და ლექსო ჭინჭარაულის 2-2 გოლი, დაჩი ცალუღელაშვილმა კი 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

MVP - დემეტრე სვანიძე.

დღის დასკვნითი დაპირისპირება - „ბაქსვუდის სკოლა“ VS „ქვემო ქართლი“.

პირველი ნახევარი „ბაქსვუდელებმა“ 3:1 იმარჯვეს. გოლების გატანა ლუკა თანდილაშვილმა, ალიკ სარქისიანმა და კონსტანტინე სამუშიამ მოახერხეს.

მოწინააღმდეგე გუნდიდან, ერთადერთი გოლის ავტორი ბაჩო რეხვიაშვილი გახლავთ.

მეორე ტაიმში დავით ქათამაძისა და ლუკა თანდილაშვილის მეორე გოლით „ბაქსვუდმა“ შეხვედრას წერტილი დაუსვა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა თანდილაშვილი გახდა.

ახალგაზრდული ლიგის მე-10 ტურის მატჩები 6 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026