დაძაბულობა პიკს აღწევს - ლიგა 3-ში თითოეული პოზიციისთვის ბრძოლა მიმდინარეობს!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2026

დაძაბულობა პიკს აღწევს - ლიგა 3-ში თითოეული პოზიციისთვის ბრძოლა მიმდინარეობს!

ლიგა 3 ის მე-12 ტური 20 და 21 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგა.

პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "SL ACADEMY" და "თსუ 2" დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "აკადემიელთა" სამატჩო განაცხადში მხოლოდ 4 ფეხბურთელი იყო. სწორედ ამ 4-მა ფეხბურთელმა მოახერხა და "თსუ"-ს 8:7 სძლია!

შეხვედრა ბოლო წუთამდე დაძაბული გამოდგა, პირველი ნახევარი "აკადემიელთა" გამარჯვებით, 5:4 დასრულდა. გატანილი 5 ბურთიდან 4 დაჩი ბუცხრიკიძის ანგარიშზეა, 1 კი დაჩი მეტრეველმა გაიტანა. "თესეუელთა" მხრიდან გამორჩეული შეხვედრა გიორგი ქურციკიძეს ჰქონდა, რომელმაც 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

35-ე წუთისთვის "თსუ"-ს სასარგებლოდ ანგარიში 6:7 იყო, თუმცა 1 წუთიან მონაკვეთში დაჩი მეტრეველმა დუბლი შეასრულა და "აკადემიელებმა" 3 ქულის მოპოვება ურთულეს შეხვედრაში შეძლეს.

"35 სკოლა" VS "შევარდენი 2012" - "ქუთათურებმა" "35-ე სკოლა" 10:5 დაამარცხეს და წაუგებელი სერია 9 მატჩამდე გაზარდეს.

პირველი ნახევარი გუნდმა მარტივად, 0:4 მოიგო. მეორე ტაიმში "სკოლის ბიჭებმა" მეტი ბრძოლა შესთავაზეს მოწინააღმდეგეს, 5 გოლის გატანაც მოახერხეს, თუმცა "შევარდენმა" კიდევ 6 გაიტანა. რეპოკერის შესრულება მოახერხა გიორგი ხიდეშელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 22 გოლი და 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. "35 სკოლიდან" ჰეთრიქის შესრულება დავით უდუმაშვილმა შეძლო.

ს.ა. - 5:10.

"ილიაუნი" VS "BSC" - 4:1. 

"ილიაუნმა" "სპორტული ცენტრი" დაამარცხა და სეზონში მე-7 გამარჯვება იზეიმა. ანგარიში დავით მამალაძემ გახსნა, თუმცა გიორგი ბიბილეიშვილმა წონასწორობა მალევე აღადგინა - 1:1. მეორე ნახევარში გუნდი წინ საბა გრიგალაშვილმა, ბიბილეიშვილის გადაცემის შემდეგ გაიყვანა. 32-ე წუთზე, ბიბილეიშვილის გადაცემას, კვლავ გრიგალაშვილის გოლი მოჰყვა და ანგარიში 3:1 გახდა.

შეხვედრას წერტილი ვახტანგ ტალახაძემ დაუსვა, რომელმაც გოლი კვლავ ბიბილეიშვილის გადაცემის შედეგად გაიტანა.

ბიბილეიშვილმა 4-ვე გოლში მიიღო მონაწილეობა, 1 თავად გაიტანა, 3 კი თანაგუნდელებს გაატანინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დუბლის ავტორი, საბა გრიგალაშვილი დასახელდა.

"დუშეთი" VS "გრანდ ავლაბარი" - 5:5.

ტურის გამორჩეული და ამასთან ერთად დაძაბული თამაში, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შეხვედრა თანაბარი ბრძოლით წარიმართა, იყო ინტერვალური მომენტები გუნდების შესრულებით, რაც შედეგზეც აისახა. პირველი ნახევარი "დუშეთმა" იმარჯვა 3:2, მეორე პერიოდი კი "ავლაბრელების" გამოდგა - 2:3.

მატჩის გამორჩეული მოთამაშეები გიორგი ლაგაზაშვილი და იოანე ნუცუბიძე გახდნენ.

"დუშეთი" მე-3 პოზიციაზე 18 ქულით იმყოფება, "გრანდ ავლაბარი" კი 14 ქულით მე-5 ადგილზეა.

მე-13 ტური 6 მარტს, "თსუ 2" VS "დუშეთის" მატჩით გაიხსნება.



  © SBM, 2016-2026