ფუტსალის ლიგა 2-ში წაუგებელი სერიით "თსუ" (9 თამაში) და "ქუთაისი" (4 თამაში) გამოირჩევიან!
ყველა სიახლე
21 და 22 თებერვალს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-14 ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.
განვილილ ტურში 3 ქულის მოპოვება "ქუთაისმა", "თსუ"-მ და "ბსსა"-მ შეძლეს.
"ქუთაისი" VS "FLC03-2" - "ქუთათურებმა" ბოლო ადგილოსანი "ფალკონი" 4 ბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს და ცხრილში მორიგი ქულები მოიპოვეს.
პირველი ტაიმი ფრედ, 2:2 დასრულდა. ალბათ ეს იყო "ფალკონთათვის" ყველაზე კარგი ჩატარებული ტაიმი მიმდინარე სეზონში. მეორე ნახევრის სტარტზე, თორნიკე ზოიძის გოლით გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა "ქუთაისმა" მეტოქე მაინც გატეხა და მიჯრით 5 გოლი გაუტანა.
ჰეთ-თრიქის შესრულება გუნდის კაპიტანმა, ბაკურ გულუამ მოახერხა, რომელიც მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
"ქუთაისმა" მინი ქამბექი შემოგვთავაზა და წაუგებელი სერია 4 თამაშამდე გაზარდა. "ფალკონი" კვლავ ბოლო პოზიციაზე, 0 ქულითაა.
"UG2" VS "თსუ" - ტურის უდავოდ გამორჩეული შეხვედრა, სადაც მაყურებელს მოწყენის საშუალება არ მიეცა.
ინტერვალური თამაში, მრავალი შექმნილი მომენტი და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა მაინც ცხრილის ლიდერებმა მოიპოვეს. მატჩში 4 გატანილი ბურთი ვიხილეთ, საიდანაც 3 "თესეუელების", 1 კი "იუჯის" ანგარიშზეა.
პირველი გოლი მე-15 წუთზე გავიდა, როცა გურამ ნადარეიშვილის გადაცემას, ლაშა ხარაიშვილის გოლი მოჰყვა. ღარიბოვის კარი მეორედ ტაიმის მიწურულს, ლაშა ჯიქიამ აიღო და "თსუ" შესვენებაზე 2 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა - 0:2.
მეორე ნახევარში "იუჯი" მეტად გააქტიურდა, შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტი მეტოქის კართან, თუმცა გიგი ლომაია წარმატებით უმკლავდებოდა მოწინააღმდეგის მცდელობებს. მესამე გოლი გიორგი თოდუას ანგარიშზეა, ასისტი კი ლაშა ჯიქიას ეკუთვნის.
"იუჯიდან" ერთადერთი გოლი ირაკლი ცაგარეიშვილმა გაიტანა. ს.ა. - 1:3.
MVP - გიგი ლომაია.
"თესეუელთა" წაუგებელი სერია 9 თამაშამდე გაიზარდა.
"ბსსა" VS "რუსთავი" - 9:4.
"ბათუმელებმა" "რუსთავთან" 3 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და 3 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. შეხვედრის პირველი ნახევარი აშკარა "რუსთაველთა" უპირატესობით დასრულდა. გუნდები შესვენებაზე 2:4 ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში პარკეტზე დაბრუნებულმა "აკადემიელებმა" მოწინააღმდეგეს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს და შინ 3 ქულით დაბრუნდნენ. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მოსე ჩიკიროვი დასახელდა, რომელმაც ჰეთრიქის შესრულება მოახერხა. 3 მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ, "აკადემიამ" 3 ქულის მოპოვება მოახერხა.
"თსუ"-სთან ჩამორჩენა კვლავ 6 ქულიანია.
ლიგა 2-ის მე-15 ტური, 7 თებერვალს დაიწყება.

