„SL ACADEMY 2” ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში გალიდერდა!

ყველა სიახლე
17 თებერვალი 2026

„SL ACADEMY 2” ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში გალიდერდა!

14 თებერვალს ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მე-7 ტურის მატჩები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.

განვლილი ტურის შედეგად ახალაზრდულ ლიგას ახალი ლიდერი, „სასკოლო აკადემია 2“-ის სახით ჰყავს.

„ქვემო ქართლი“ VS „მხეთის პირველი საჯარო სკოლა“ - ტურის ყველაზე უხვგოლიანი და ერთ-ერთი დაძაბული შეხვედრა, სადაც ინტერვალური თამაშის შემდეგ გამარჯვება „მცხეთელებს“ დარჩათ.

პირველ ნახევარში გულშემატკივარმა 7 გატანილი გოლი იხილა, საიდანაც 5 „მცხეთას“ ეკუთვნის, 2 კი „ქვემო ქართლს“- 2:5. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართლელთა“ მეკარემ პირველ ნახევარში ორი 10 მეტრიანი დარტყმული მოიგერია და გუნდს თამაშში დარჩენაში დაეხმარა.

მეორე ტაიმის სტარტიც, მსგავსად პირველის „მცხეთის ბიჭებს“ წარმატებული გამოუვიდათ, გუნდმა საკუთარი უპირატესობა 5 ბურთამდე გაზარდა - 2:7. შემდეგ იყო „ქართლის“ რამდენიმე წუთიანი მონაკვეთი, რის შედეგადაც 3 გოლის გატანა მოახერხეს - 5:7.

მატჩის ბოლო წუთზე ლადო ჩიმაკაძემ რეპოკერი შეასრულა და ჩამორჩენა 1 ბურთამდე შეამცირა, თუმცა მამა დემეტრე ქათამაძის შეგირდებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს - 8:9.

ლადო ჩიმაკაძემ რეპოკერის შესრულება მოახერხა, დაჩი კაპანაძემ კი პოკერი გაიფორმა. „მცხეთელების“ დაუმარცხებელი სერია კვლავ გრძელდება.

„UG სკოლა“ VS „გრანდ ავლაბარი“ - ფრედ, 5:5 დასრულდა ამ გუნდების დაპირისპირება.

ანგარიში ნიკა ქარცივაძემ გახსნა, პასუხად კი 3 წუთიან მონაკვეთში ცოტნე ლალიაშვილის გოლი მოჰყვა.

მე-11 წუთზე ქარცივაძემ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღდაგინა, ხოლო მე-13 და მე-16 წუთებზე გიორგი ბაბაიანის 2 გოლი ვიხილეთ და „ავლაბრელებმა“ ტაიმი 2:4 მოიგეს.

35-ე წუთისთვის ანგარიში 3:5 იყო და თითქოს ყველაფერი იქით მიდოდა რომ „ავლაბარს“ 3 ქულა უნდა ჩაეწერა აქტივში.  თუმცა,  მატჩის მიწურულს გიორგი ხუციძემ და ალექსანდრე ბედოშვილმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღდაგინდეს შეხვედრაში და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანეს.

საუკეთესო ფეხბურთელებად ცოტნე ლალიაშვილი (დუბლი) და ნიკა ქარცივაძე (ჰეთრიქი) დასახელდნენ.

ტურის მორიგ შეხვედრაში „სასკოლო აკადემიამ“ „ლოგოსი“ დაამარცხა და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მატჩის პირველი გოლი დაჩი ცალუღელაშვილის სახელზეა. შემდეგ იყო შოთა კუპრავას და ოთარ ქარჩავას გოლები, რითიც „ლოგოსელებმა“ ტაიმის მოგება შეძლეს. მეორე პერიოდში „აკადემიელები“ მეტად მოტივირებულნი დაბრუნდნენ პარკეტზე, რის შედეგადაც გუნდმა მიჯრით 5 გოლის გატანა მოახერხა.

დუბლი შეასრულა დაჩი ცალუღელაშვილმა და ტოლიკა კოდალაშვილმა, რომელიც მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

"ს.ლ. აკადემია" ზედიზედ 6 თამაშია არ დამარცხებულან. „ლოგოსელებისთვის“ კი ეს მარცხი რიგით პირველი გამოდგა მიმდინარე სეზონში.

„ბაქსვუდის სკოლა“ VS „კომაროვი“ -  „ბაქსვუდელებმა“ კომაროვი დაამარცხეს და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმეს.

კონსტანტინე სამუშიას დუბლით და დავით ქათამაძის გოლით „ბაქსვუდმა“ პირველი პერიოდი 3:1 იმარჯვა. „კომაროვიდან“ თავის გამოჩენა რევაზ ჩიკვაიძემ შეძლო. 27-ე წუთისთვის ანგარიში 4:2 იყო, 30-ე წუთზე კი კონსტანტინე სამუშიას გადაცემას, ნიკოლოზ ღვალაძის გოლი მოჰყვა - 5:2.

აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე სამუშიას 5-ვე გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 3 გოლი და 2 ასისტი!

ახალგზარდული ლიგის მე-8 ტური 20 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026