ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ლოგოსი კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს!

ყველა სიახლე
11 თებერვალი 2026

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში ლოგოსი კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს!

6-7 თებერვალს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის, მე-6 ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

ტური „კომაროვი“ VS „UG SCHOOL”-ის დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც „იუჯიმ“ თავისი პირველი 3 ქულის მოპოვება შეძლო მიმდინარე სეზონში.

ანგარიში ცოტნე ლალიაშვილმა გახსნა, რასაც პასუხად გეგა ვაშაყმაძის გოლი მოჰყვა - 1:1. ნიკოლოზ ფარსადანიშვილის გოლით „იუჯიმ“ ტაიმის მოგება მაინც მოახერხა - 1:2. მეორე ნახევარში გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე ალექსანდრე ბედოშვილმა გაზარდა.

38-ე წუთზე, ალექსანდრე შელიამ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა „კომაროვმა“ თამაშის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე კარბაია დასახელდა, რომელმაც 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

„კომაროველები“ 6 ტურის შემდეგ კვლავ ქულის გარეშე არიან.

„გრანდ ავლაბარი 2“ VS „ქვემო ქართლი“ – 5:5.

დაძაბული და საინტერესო გამოდგა ამ გუნდების დაპირისპირება, სადაც 3 ქულის აღება ვერცერთმა შეძლო.

თამაშის, სტარტზე „ქვემო ქართლელები“ დაწინაურდნენ, თუმცა მალევე „ავლაბრელებმა“ მიჯრით სამი გოლის გატანა მოახერხეს, რის შედეგადაც ტაიმი მოიგეს - 3:1. 23-ე წუთზე, ლადო ჩიმაკაძემ ჰეთრიქი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

„ავლაბარმა“ 2 ბურთიანი უპირატესობით წინ გასვლა კვლავ მოახერხა, თუმცა შეხვედრის მიწურულს საქმეში კვლავ ლადო ჩიმაკაძე ერთვება და საკუთარი მე-5 გოლი გააქვს - 5:5! გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად გიორგი ბაბაიანი და ლადო ჩიმაკაძე დასახელდნენ.

სანახაობრივი შეხვედრა გამოდგა „მცხეთის პირველი საჯარო სკოლისა“ და „ლოგოსის“ მონაწილეობით. ლიდერების თამაშში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - 4:4.

პირველი გოლის გატანა ლევან ბენდელიანმა მოახერხა, მაგრამ „მცხეთელებმა“ სწრაფი პასუხის დაბრუნება შეძლეს. მე-8 წუთისთვის, გიორგი ნონეშვილის დუბლით, გიორგი რომელაშვილისა და ალექსანდრე მარჩენკოს გოლებით ანგარიში 4:1 გახდა.

მეორე ნახევარში „ლოგოსელები“ მეტად გააქტიურდნენ, რის შედეგადაც მინი ქამბექის შესრულება მოახერხეს. შოთა კუპრავას გოლით და ლევან ბენდელიას კიდე 2 გატანილი ბურთით „ლოგოსმა“ წაუგებელი სერიიის გაგრძელება „მცხეთასთანაც“ მოახერხა.

MVP - ალექსანდრე მარჩენკო.

MVP - ლევან ბენდელიანი.

„ლოგოსი“ 14 ქულით პირველ პოზიციაზეა, ხოლო „მცხეთა“ 13 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

ბოლო შეხვედრაში „SL ACADEMY 2”-მა მარტივად დაამარცხა „ბაქსვუდის სკოლა“ ანგარიშით 8:1. პირველ პერიოდში ტოლიკა კოდალაშვილის დუბლი და დაჩი ბუცხრიკიძის გოლი ვნახეთ.

„ბაქსვუდიდან“ კი ერთადერთი გოლი ლუკა თანდაშვილმა გაიტანა, რომელიც მეორე ნახევარში გაძევებული იქნა.

„აკადემიელებმა“ მეორე 20 წუთში კიდევ 5 გაიტანეს და მატჩს წერტილი დაუსვეს - 8:1.

საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ტოლიკა კოდალაშვილი, რომელმაც ჰეთრიქის შესრულება მოახერხა.

ახალგაზრდული ლიგის მე-7 ტური 14 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.



  © SBM, 2016-2026