„თსუ“ მიჯრით 7 თამაშია დაუმარცხებელია | „ბსსა“-ს მორიგი დაკარგული ქულები!

ყველა სიახლე
10 თებერვალი 2026

„თსუ“ მიჯრით 7 თამაშია დაუმარცხებელია | „ბსსა“-ს მორიგი დაკარგული ქულები!

7 და 8 თებერვალს, ფუტსალის ლიგა 2-ის მე-12 ტურის შეხვედრებს, კვლავინდებურად თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

ტური „FLC 03-2” VS „თსუ“-ს შეხვედრით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს ცხრილის პირველი და  ბოლო ადგილოსანი დაუპირისპირდნენ.

მატჩი ლოგიკური სურათით წარიმართა, გაცილებით ძლიერმა „თსუ“-მ „ფალკონები“ უშანსოდ დაამარცხეს 2:10.

გატანილი 10 გოლიდან „უნივერსიტეტელებმა“ 5 პირველში, ხოლო 5 მეორე ნახევარში გაიტანეს. გამოსარჩევია რომან კუხიანიძის სტატისტიკა, გუნდის თერთმეთმა ნომერმა 5 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა!

„ფალკონიდან“ თავი ლევან კოშაძემ და თორნიკე ზოიძემ იჩინეს.

„თსუ“-მ ამ გამარჯვებით ცხრილში პირველობა მეტად განიმტკიცა.

MVP - რომან კუხიანიძე !

„ქუთაისი“ VS “რუსთავი“ – „ქუთათურებმა“ „რუსთაველები“ დაამარცხეს და ცხრილში 8 ქულით გაასწრეს.

ირაკლი გვეტაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ანგარიში ლაშა ჭეიშვილმა გახსნა. საგოლე გადაცემას გვეტაძემ პირველივე ნახევარში საკუთარ მონაგარს 2 გოლი შემატა (3:0). მეორე ნახევარში „რუსთავი“ შედარებით გააქტიურდა, თუმცა ამან გადამწყვეტი შედეგი ვერ გამოიღო, გუნდმა შეხვედრა 4:1 დათმო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ირაკლი გვეტაძე იქნა დასახელებული.

„ბსსა“ VS „UG2” - ტურის გამორჩეული დაპირისპირება, სადაც გამარჯვების მოპოვება „იუჯიმ“ შეძლო და მეტოქესთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა - 3:5.

თამაში „უნივერსიტეტელების“ უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. მე-9 წუთისთვის გუნდი უკვე 0:3-ს იგებდა. შემდეგ იყო „ბათუმელთა“ მეკარის, მათე მამაგეიშვილის გაძევება, თუმცა 2 წუთიან მონაკვეთში კაცნაკლულმა გუნდმა თავის დაცვა კარგად მოახერხა.

მეორე ნახევარში სპარტაკ ლომიძემ დუბლი შემოგვთავაზა და სიტუაცია მეტად დაიძაბა - 2:3.

36-ე წუთზე თემურ დევაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და ყველაფერი ახლიდან დაიწყო, თუმცა გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, 38-ე წუთზე ლაზარე ჯავაშვილის გოლი მეტოქის კარში - 3:4.

ს.ა. – 3:5.

MVP - ირაკლი ცაგარეიშვილი.

ლიგა 2-ის მე-13 ტური 14-15 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026