ფუტსალის ლიგა 3-ში „შევარდენი“ ლიდერობას არ თმობს!

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2026

ფუტსალის ლიგა 3-ში „შევარდენი“ ლიდერობას არ თმობს!

30 და 31 იანვარს თბილისის ოლიპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგა 3-ის, მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა.

„35-ე სკოლა“ VS „EU” - ტურის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული დაპირისპირება, სადაც „ევროპის უნივერსიტეტმა“ ბოლო წამებზე შეძლო 3 ქულის მოპოვება.

მატჩში ანგარიში მე-10 წუთზე, ვახტანგ კუსიანის გოლით გაიხსნა, რასაც ამავე ტაიმში ლაშა ჟღენტის ორი საგოლე მოქმედება მოჰყვა და „სკოლის ბიჭებმა“ პირველი ნახევარი მოიგეს.

მეორე პერიოდის სტარტზე ლაშა ჟღენტმა მეორე გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი 2 ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. 26-ე წუთზე „უნივერსიტეტელების“ ქამბექის შესასრულებლად მცირე „ნაბიჯი“ გადაიდგა - ჰუსეინ ატვიმ სხვაობა ერთამდე შეამცირა. ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა თამაშის ბოლო წუთი, როდესაც „EU”-მ 2 გოლი გაიტანა და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი თარხნიშვილი დასახელდა, სწორედ მან შეძლო ბოლო 2 მნიშვნელოვანი გოლის გატანა.

„თსუ 2“ VS „გრანდ ავლაბარი“ – „თესეუელებმა“ სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვება „ავლაბრელებთან“ მოახერხეს - 9:4.

შეხვედრა „თესეუელთა“ 2 ბურთიანი უპირატესოპით დაიწყო, მე-6 წუთზე გუნდი 2:0-ს იგებდა.

„ავლაბრელებმაც“ მოახერხეს პირველ ნახევარში 2-ჯერ მეტოქის კარის აღება, თუმცა ტაიმი მაინც დათმეს - 3:2.

მეორე პერიოდის სტარტზე, „ავლაბარმა“ ანგარიში პირველად გაათანაბრა, მაგრამ „თსუ“-მ მაინც მოახერხა გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება და მეტოქის კარი კიდევ 6-ჯერ აიღო.

მატჩში პოკერის შესრულება მოახერხა გიორგი შათირიშვილმა, რომელიც მოგვიანებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ს.ა. – 9:4.

სატურნირო ცხრილში „თსუ 2“ მე-8, ხოლო „გრანდ ავლაბარი“ მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

„დუშეთი“ VS „BSC” – „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა და „დუშეთს“ მნიშვნელოვანი ქულები წაართვა.

მატჩი ინტერვალური უპირატესობით წარიმართა, რის შედეგადაც ლიდერი არაერთხელ შეიცვალა. პირველი გასროლა „ბათუმელების“ აღმოჩნდა, ლუკა ჩარგეიშვილმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნა. შემდეგ იყო ცოტნე ლალიაშვილის და გიორგი არაბულის გოლები, რისი საშუალებითაც „დუშელებმა“ პირველი ტაიმი მოიგეს - 2:1.

მეორე ნახევარში, ბაღაშვილისა და ჩარგეიშვილის თითო გოლით კვლავ წინ გავიდა „სპორტული ცენტრი“ – 2:3. 36-ე წუთზე ტაბლოზე უპირატესობა „დუშეთს“ ჰქონდა - 4:3. მატჩის მიწურულს კი „აჭარისპირელებმა“ კვლავ მოახერხეს 2 გოლის გატანა და ამჯერად საბოლოოდ შედეგის მიღწევა - 4:5!

დაძაბულ და სანახაობრივ თამაშში 3 ქულა „ნომინალურ სტუმრებს“ დარჩათ.

MVP - დავით მამალაძე.

„SL ACAMDEMY” VS „შევარდენი 2012“ – „შევარდენთა“ 7 მატჩიანი წაუგებელი სერია გრძელდება, ამჯერად „ქუთათურებმა“ „სასკოლო ლიგის აკადემიასთან“ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება - 4:9.

გატანილი 9 ბურთიდან, 6 გიორგი ხიდეშელის სახელზეა. პირველი პერიოდი მეტად დაძაბული აღმოჩნდა, „აკადემიელები“ მეტოქეს დიდი უპირატესობით არ უშვებდნენ წინ, შედეგად შესვენებაზე გუნდები 3:4 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმში „შევარდენმა“ კიდევ უფრო მეტი მომენტი შექმნა, რასაც კიდევ მეტი გოლიც მოჰყვა. გუნდმა მეორე ნახევარში 5 გოლის გატანა და მარტივი 3 ქულის აღება მოახერხა. აღსანიშნავია რომ, „აკადემიელთა“ რიგებიდან გამორჩეული იყო დაჩი მეტრეველი, რომელმაც ჰეთრიქის შესრულება მოახერხა.

MVP - გიორგი ხიდეშელი (6 გოლი)!

„შევარდენი 2012“ 20 ქულით ცხრილის სათავეშია!

ფუტსალის ლიგა 3-ის მე-11 ტური, 5-6 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2026