ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა!

ყველა სიახლე
03 თებერვალი 2026

ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა!

1 თებერვალს ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონი მეოთხე ტურის შეხვედრებით განახლდა.

ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროსა და სუპერლიგის გუნდები ერთმანეთს შერეული ფორმატით დაუპირისპირდნენ.

დღე „ნიკორასა“ და „NS Studio”-ს მატჩით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ანგარიში „არქიტექტორებმა“ გახსნეს, უპირატესობა მალევე დაკარგეს და საბოლოოდ „ნიკორამ“ მეტოქე დიდი ანგარიში, 7-2 დაამარცხა. დუბლით გამოირჩნენ გიორგი ტიკურიშვილი და კონსტანტინე ფაჩულია.

„შსს“-სა და „ბანკი ქართუს“ დაპირიპსირება მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ბრინჯაოს ლიგის გუნდმა ფავორიტ მოწინააღმდეგესთან თავი კარგად დაიცვა და ბოლო 5 წუთამდე მინიმალური ანგარიშითაც იგებდა კიდეც. მე-19 წუთზე ანგარიში გიორგი ფურცელაძემ გაათანაბრა, რის შემდეგაც „ბანკირებმა“ კონცენტრაცია დაკარგეს და 3-1 დამარცხდნენ.

ბოლომდე შეძლო ანგარიშის მიყვანა „ენერგო-პრომ“ „თელასთან“ და დღემდე ჩატარებულ 18 მატჩში პირველი მარცხი იწვნია "თელასმა". უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ენერგო-პრო“ მალევე დაწინაურდა. ილია თოლორდავამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გიორგი ლუკავამ გამრჯვების გოლი გაიტანა - 2:1.

კარი მშრალად შეინახა „GM“-მა „რუსთავის აზოტთან“ და კომფორტული სხვაობით, 4-0 იმარჯვა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მეტოქეს ორივე ტაიმში ორი გოლი გაუტანა და მორიგი სამი ქულა მიითვალა.

მსგავსი სცენარით წარიმართა „არმიასა“ და „ბაზისბანკის“ მატჩიც. „ძალოვნებმა“ „ბანკირები“ ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხეს - 5:0.

კარის მშრალად შენახვა შეძლო „კროკობეთმაც“. „ბუკმეიკერებმა“ „ფარვანასთან“ ლევან მაჭავარიანისა და გიორგი ბერბიჭაშვილის გოლებით 2-0 იმარჯვეს.

ილია ქემაშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით 1-0 მოუგო „საქართველოს ბანკმა“ „ბაქსვუდს“ და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სათამაშო დღის დასკვნითი მატჩი“ავერსსა“ და „TTC”-ს შორის ფრედ 1-1 დასრულდა. პირველი ტაიმი „ფარმაცევტებმა“ 1-0 მოიგეს. მე-18 წუთზე კი ანგარიში ავტოგოლით გათანაბრდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები 8 თებერვალს გაიმართება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2026