„ლოგოსის“ ზედიზედ 4 გამარჯვება და პირველი ადგილი ცხრილში!

ყველა სიახლე
27 იანვარი 2026

„ლოგოსის“ ზედიზედ 4 გამარჯვება და პირველი ადგილი ცხრილში!

25 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა.

„ბაქსვუდის სკოლა“ VS „მცხეთის პირველი საჯარო სკოლა“ - ტურის პირველ დაპირისპირებაში „მცხეთელებმა“ „ბაქსვუდს“ 1:3 სძლიეს და 3 ქულა მოიპოვეს.

პირველი ნახევარი „მცხეთამ“ გიორგი რომელაშვილის გოლით მოიგო, მეორე ტაიმში კი საკუთარი გოლები გიორგი ნონეშვილმა და დაჩი კაპანაძემ გაიტანეს.

მატჩის მიწურულს, პრესტიჟის გოლი ლუკა თანდილაშვილის სახელზეა.

„მცხეთელების“ ჩამორჩენა პირველ ადგილოსან „ლოგოსთან“ მხოლოდ 1 ქულაა.

MVP - გიორგი ნონეშვილი.

„ქვემო ქართლი“ VS „UG SCHOOL” - დაძაბული გამოდგა „ქართლისა“ და „იუჯის“ მატჩი, სადაც გამარჯვება „ქვემო ქართლის“ გუნდს დარჩა - 7:6.

პირველ ნახევარში „ქართლმა“ 4 გოლის გატანა შეძლო, მოწინააღმდეგემ კი მხოლოდ 2-ის.

მეორე ტაიმი, განხსხვავებით პირველისა „იუჯის სკოლამ“ მოიგო - 3:4.

გუნდი შეხვედრის ბოლო წუთებზე მეტად გააქტიურდა, სხვაობის 1-მდე შემცირებაც მოახერხეს, თუმცა ქულის აღება ვეღარ შეძლეს.

თამაშში ვიხილეთ უჩა გიორბელიძის ჰეთრიქი, ლუკა გიორბელიძის დუბლი, და ალექსანდრე კარბაიას დუბლი.

MVP - უჩა გიორგბელიძე, ალექსანდრე კარბაია.

„ლოგოსი“ VS „გრანდ ავლაბარი 2“ - ტურის გამორჩეული და უხვგოლიანი შეხვედრა, სადაც 20 გატანილი ბურთი ვიხილეთ.

თამაში ინტერვალური უპირატესობებით მიმდინარეობდა, გუნდებმა პირველ ნახევარში 8 გოლის გატანა მოახერხეს და შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით, 4:4 გავიდნენ.

მეორე პერიოდის საწყისმა  ხუთმა წუთმა „ავლაბრელთა“ სასარგებლოდ ჩაიარა, გუნდმა 2 ბურთით დაწინაურება მოახერხა.

შემდგომ იყო „ლოგოსელთა“ გოლების ფაზა, ფეხბურთელებმა დარჩენილ დროში 7 ბურთი გაიტანეს და 3 ქულის აღება რთულ ბრძოლაში მოახერხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ლევან ბენდელიანი ( 6 გოლი ) და ნიკა ქარცივაძე (3 გოლი ) დასახელდნენ.

„SL ACADEMY 2” VS „კომაროვი“ - შეხვედრა სადაც „აკადემიელებმა“ „კომაროველებს“ მარტივად, 8:2 სძლიეს.

ანგარიში დემეტრე კუხალაშვილმა გახსნა, თუმცა შემდეგ „სასკოლო ლიგის გუნდმა“ მიჯრით 8 ბურთი გაიტანა.

გატანილი 8-დან, 5 დაჩი ბუცხრიკიძის სახელზეა (რეპოკერი), 3 კი ლექსო ჭინჭარაულმა გაიტანა (ჰეთრიქი).

მატჩის მიწურულს დავით ტაბატაძემ „კომაროველთა“ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანაგარიში 8:2 დააფიქსირა.

MVP - დაჩი ბუცხრიკიძე!

ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ტური 6 თებერვალს გაიმართება.



  © SBM, 2016-2026