ფუტსალის ლიგა 2-ის ლიდერი კვლვავ „ბსსა“-ა, ბოლო პოზიციაზე კი „FLC03-2“
ყველა სიახლე
23 და 24 იანვარს ფუტსალის ლიგა 2-ის, მე-9 ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა.
ტური „UG2” VS "რუსთავის" შეხვედრით გაიხსნა, სადაც გუნდებმა ბოლო წუთებამდე დაძაბული ბრძოლა შემოგვთავაზეს.
მატჩში ორი გატანილი ბურთი ვიხილეთ, საიდანაც ერთი არჩილ ასლანიშვილს ეკუთვნის, ერთი კი გრიგოლ ბოხაშვილს.
ასლანიშვილის გოლით მოახერხეს „რუსთაველებმა“ პირველი ტაიმის მოგება, ხოლო ბოხაშვილმა კი გუნდი წაგებას მატჩის მიწურულს გადაარჩინა.
საბრძოლო შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად საბა დავითულიანი და ალექსანდრე ტურიაშვილი დასახლედნენ.
„ბსსა“ VS „FLC03-2” - დაპირისპირება, სადაც ცხრილის ლიდერებმა „ფალკონები“ მარტივად დაამარცხეს.
ტაიმი გუნდმა სპარტაკ ლომიძის და ზურაბ შამილაძის გოლებით მოიგო.
მეორე ნახევარში „ბსსა“-მ კიდევ 5 გოლის გატანა მოახერხა. „ფალკონებმა“ კი ხასიათი მატჩის ბოლოს გამოავლინეს, თუმცა 3-ზე მეტის გატანა ვერ მოახერხეს.
MVP-რაულ ჩიკიროვი.
ტური „ქუთაისი“ VS „თსუ“-ს დაპირისპირებით დასრულდა, სადაც გამარჯვება უნივერსიტეტელებს (1:3) დარჩათ.
ანგარიში ლაშა ჯიქიამ, მე-7 წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი ზუსტად ერთ წუთში გაიტანა და ანგარიში 0-2 გახდა.
მეორე ნახევარში ლაშა ერქომაიშვილმა გაიტანა საკუთარ კარში გოლი.
მატჩის საბოლოო გასროლა გიორგი თოდუას ანგარიშზეა -1:3.
„თესეუელებმა“ 3 ქულა მოიპოვეს და ცხრილში „ბსსა“-ს 3 ქულით ჩამორჩებიან.
MVP - ლაშა ჯიქია.
ლიგა 2-ის მე-11 ტური, 30 იანვარს გაიხსნება.




