ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა!
ყველა სიახლე
18 და 19 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მე-4 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.
„კომაროვი“ VS „ქვემო ქართლი“ – 1:5.
მარტვი 3 ქულის ჩაწერა მოახერხა „ქვემო ქართლმა“, რომელმაც „კომაროვი“ 4 ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა.
ანგარიში „კომაროველთა“ კაპიტანმა, დემეტრე კუხალაშვილმა გახსნა, თუმცა შემდეგ გუნდმა 5 უპასუხო გოლი მიიღო საკუთარ კარში.
„ქვემო ქართლი“ მეორე პოზიციაზე 9 ქულით იმყოფება და მხოლოდ 1 ქულა აშორებს პირველ ადგილთან.
რაც შეეხება „კომაროვს“ გუნდი ბოლოს წინა პოზიციაზე 0 ქულითაა.
„UG სკოლა“ VS „ლოგოსი“ – 6:9.
დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა „იუჯის სკოლის“ და „ლოგოსის“ დაპირისპირება.
პირველი ნახევარი „ლოგოსელებმა“ 3:4 იმარჯვეს, მეორე კი 3:5.
5 გოლი გაიტანა ლევან ბენდელიანმა, რომელსაც განვლილ 4 ტურში უკვე 19 გოლი აქვს გატანილი და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
მეტოქე გუნდიდან ჰეთრიქი შეასრულა ნიკოლოზ ხურცილავამ.
„ლოგოსმა“ ამ გამარჯვებით პირველ პოზიციაზე გადასვლა შეძლო.
„მცხეთის პირველი საჯარო სკოლა“ VS “SL ACADEMY2” – 5:9.
„სასკოლოს ბიჭებმა“ „მცხეთელების“ დამარცხება შეძლეს, რითაც მეტოქეს პირველი ადგილი დააკარგვინეს.
პირველი ტაიმი 2:4 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი 3:5.
ჰეთრიქის შესრულება შეძლო მცხეთელთა ბომბარდირმა, დაჩი კაპანაძემ.
„აკადემიელთა“ მხრიდან დემეტრე სვანიძემ და დაჩი ბუცხრიკიძემ გაიტანეს 2-2 გოლი, ლაზარე ჯავაშვილმა კი გოლთან ერთად სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„SL ACADEMY 2” სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე, 7 ქულით იმყოფება.
„მცხეთა“ ცხრილში მე-3 პოზიციაზე 9 ქულითაა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაჩი კაპანაძე და ლაზარე ჯავაშვილი დასახელდნენ.
„გრანდ ავლაბარი 2“ VS „ბაქსვუდის სკოლა“ – 5:1.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ავლაბარმა“ „ბაქსვუდის სკოლასთან“ და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
თამაშის პირველი 3 გოლი გიორგი არაბულმა შემოგვთავაზა, შემდეგ იყო დავით ზანგალაძის და მათე გოგოხიას თითო გოლი.
„ბაქსვუდიდან“ ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა თანდილაშვილია.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი არაბული.
„ბაქსვუდის სკოლა“ ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება 4 ქულით, „გრანდ ავლაბარი 2“ კი მე-5 პოზიციას იკავებს 7 ქულით.
ახალგაზრდული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები 25 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

