ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებულია!
ყველა სიახლე
16, 17 და 18 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.
„EU”, „შევარდენი“, თსუ, „SL ACADEMY”, „ქუთაისი“, „რუსთავი“, და „დუშეთი" - გუნდები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და 1/8 ფინალის საგზურის მოპოვება შეძლეს.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „ევროპის უნივერსიტეტი“ შეხვდნენ, სადაც ინტერვალურ თამაშში გამარჯვება „უნივერსიტეტელებს" დარჩათ - 5:6.
გამარჯვებული გუნდიდან ორი დუბლი ვიხილეთ, რომელიც ცოტნე ჩილაჩავას და აჰმედ ჯამალის სახელზეა. თითო გოლი კი ვახტანგ კუსიანმა და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ გაიტანეს.
„ავლაბრელთა“ რიგებიდან 2-2 გოლის გატანა გიორგი ბაბაიანმა და იოანე ნუცუბიძემ შეძლეს, ერთი კი გიორგი აირაპეტიანის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი „EU”-მ შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე გაიტანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი აჰმედ ჯამალი დასახელდა.
„შევარდენი 2012“ VS „FLC 03-2” – 3:2.
„ქუთათურებმა“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, როცა მოწინააღმდეგეს მიჯრით 3 ბურთი გაუტანეს.
პირველ ნახევარში „ფალკონებმა“ ორის გაქვითვა მოახერხეს და შესვენებაზე 1 ბურთიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა და შემდეგი ეტაპის საგზური „შევარდენმა“ მოიპოვა.
MVP - გიორგი ხიდეშელი.
MVP - დავით უბილავა.
„თსუ“ VS “35 სკოლა” – 8:2.
შეხვედრა, სადაც „თესეუელებმა“ მარტივი გამარჯვება იზეიმეს. პირველი ნახევრის მოგება 3:0 ანგარიშით შეძლეს, ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ გაზარდეს და მეტოქეს კიდევ 5 ბურთი გაუტანეს.
ვიხილეთ დავით ბერიას და გიორგი კურტანიძის 2-2 გოლი, ამასთან ერთად გიორგი თოდუას გოლს პლუს 2 საგოლე გადაცემა. თითო ბურთი კი რომან კუხიანიძემ, ლაშა ერქომაიშვილმა და ლაშა ხარაიშვილმა გაიტანეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თოდუა გახდა.
„SL ACADEMY “ VS „ილიაუნი“ – 8:4.
საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე უხვგოლიანი თამაში, სადაც გამარჯვება „აკადემიელებს“ დარჩათ.
გატანილი 8 გოლიდან 5-ის გატანა დაჩი კაპანაძემ შეძლო (რეპოკერი), 2 დაჩი მეტრეველმა, 1 კი დემეტრე სვანიძემ.
პირველ ნახევარში გუნდებმა თანაბარი თამაში გვაჩენეს, რაც ანგარიშზეც აისახა - 4:4.
მეორე პერიოდში კი „სასკოლოს“ ბიჭებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და შეხვედრას წერტილი დაუსვეს.
MVP - დაჩი კაპანაძე.
„ქუთაისი“ VS „თსუ 2“ – 2:0.
ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა „ქუთაისმა“ „თსუ 2“ და 1/8 ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
ორივე გოლის გატანა გუნდის კაპიტანმა, ბაკურ გულუამ შეძლო.
„თესეუელთა“ მხრიდან ყველაზე გამორჩეული კარის დარაჯი, ლევან ცერცვაძე იყო.
რომ არა ცერცვაძის მოგერიებული ბურთები, ტაბლოზე სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად კი დუბლის ავტორი ბაკურ გულუა და მრავალი სეივის შემოქმედი, ლევან ცერცვაძე დასახელდნენ.
„ბათუმის სპორტული ცენტრი“ VS „რუსთავი“- 1:9.
„რუსთაველთა“ მარტივი გასერინება „ბათუმელებთან“ და მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება.
კიდევ ერთი რეპოკერი იხილა მაყურებელმა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ამჯერად 5 გატანილი გოლი ტარიელ თედიაშვილის ანგარიშზეა.
2-ის გატანა დავით კერდიკაშვილმა შეძლო, თითო გოლი კი ბექა მაჭარაშვილმა და ზვიად ნაჭყებიამ გაიტანეს.
„სპორტული ცენტრიდან“ პრესტიჟის გოლი დავით მამალაძემ გაიტანა.
MVP - ტარიელ თედიაშვილი.
„დუშეთი“ VS „UG 2” – 1:1 (4:3)
თასის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე დაძაბული შეხვედრა სწორედ ამ ორ გუნდს შორის გამოდგა.
ინტერვალური და აქტიური თამაში, მრავალი შექმნილი მომენტი, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ექვსმეტრიანების სერიაში გაირკვა.
თამაშიდან გოლები სანდრო ქავთარაძემ და ნიკა კუპრავიშვილმა გაცვალეს, ორივე ბურთი გუნდებმა მეორე ნახევარში გაიტანეს.
ექვსმეტრიან დარტყმებში კი უკეთესი „დუშელები“ აღმოჩდნენ, რომლებმაც 1/8 ფინალში გასვლა შეძლეს.
MVP - გიორგი გურული.
MVP - გიორგი ქავთარაძე.
წარმატებებს ვუსურვებთ 1/8 ფინალში გასულ 7-ვე გუნდს, ისინი "ბსსა"-სთან ერთად ლიგა 1-ის გუნდებს შეუერთდებიან თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ!

