ფუტსალის ლიგის სეზონი თასის საკვალიფიკაციო ეტაპით 16 იანვარს განახლდება
ყველა სიახლე
ზამთრის პაუზის შემდეგ, ფუტსალის ლიგა თასის საკვალიფიკაციო ეტაპით გვიბრუნდება.
16, 17 და 18 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე თასის 7 მატჩს უმასპინძლებს.
„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“, როგორც ლიგა 2-ის მიმდინარე რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი, თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ავტომატურად იასპარეზებს.
დარჩენილი 14 გუნდი, რომლებიც ბრმა წილისყრის შედეგად დაუპირისპირდებიან ერთამენთს, ეცდებიან საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახონ. წყვილში გამარჯვებულები კი 1/8 ფინალურ ეტაპზე ლიგა 1-ის გუნდებთან ერთად ჩაერთვებიან თასისთვის ბრძოლაში.
წილისყრის შედეგად მიღებული წყვილები ასე გამოიყურება:
„თსუ“ VS „35-ე სკოლა“
„შევარდენი 2012“ VS „FLC 03-2”
„გრანდ ავლაბარი“ VS “EU”
„BSC” VS „რუსთავი“ 11.
„SL ACADEMY” VS „ილიაუნი“
„დუშეთი“ VS „UG 2”
„ქუთაისი“ VS „თსუ 2“
თამაშების განრიგი იხილეთ ვებგვერდზე: https://sbm.ge/
მიღებული 7 წყვილიდან, საინტრესოა, რომ 5 შემთხვევაში ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ერთ მატჩში გადაწყდება.
თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, 18 და 19 იანვარს ახალგაზრდული ლიგა მე-4 ტურით განახლდება, ხოლო 23 და 24 იანვარს ფუტსალის ლიგა 2 (მე-10 ტური) და ლიგა 3-ის (მე-9 ტური) მატჩები შედგება.
ყველა ამ თამაშის ხილვას თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შეძლებთ!

