ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე ტურის უხვგოლიანი თამაშები შედგა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2025

ფუტსალის ახალგაზრდულ ლიგაში მეორე ტურის უხვგოლიანი თამაშები შედგა!

„კომაროვი“ VS „ლოგოსი“

ტურის პირველი მატჩი, სადაც გამარჯვება „ლოგოსელებს“ დარჩათ. გუნდმა მოწინააღმდეგე 5:10 მარტივ ბრძოლაში დაამარცხა.

გატანილი 10 გოლიდან, 5 ლევან ბენდელიანის, გუნდის ბომბარდირის ანგარიშზეა.

2-2 გოლის გატანა შეძლეს შოთა კუპრავამ და დავით მიქელაძემ.

პირველი ნახევარი 3:5 დასრულდა, მეორე ტაიმი კი 2:5.

„ლოგოსს“ 2/2 გამარჯვება აქვს, „კომაროვი“ კი ჯერჯერჯობით ქულის გარეშეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან ბედნელიანი გახდა!

„UG სკოლა ” VS „SL ACADEMY 2”- მატჩი, სადაც აკადემიელთა მარტივი გამარჯვება ვიხილეთ.

„იუჯი“ 10 ბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს „სასკოლო ლიგის“ ბიჭებმა.

„აკადემიამ“ ორივე ტაიმი მოიგო, პირველი - 0:7, მეორე - 2:5.

დაჩი ცალუღელაშვილმა შეძლო პოკერის შესრულება, დაჩი ბუცხრიკიძის ანგარიშზე 3 გოლია, ლაზარე ჯავაშვილმა კი 4 საგოლე გადაცემასთან ერთად 2 გოლიც გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სწორედ ლაზარე ჯავაშვილი დასახელდა.

„აკადემიელთათვის“ ეს გამარჯვება ამ სეზონში პირველია.

„იუჯის“ ბიჭები კი ჯერჯერობით 0 ქულით არიან წარმოდგენილი ცხრილში.

„ქვემო ქართლი“ 6:0 „ბაქსვუდის სკოლა“ - მამა დემეტრე ქათამაძის ბიჭებმა აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერეს.

ამჯერად „ქვემო ქართლმა“ „ბაქსვუდი“ დაამარცხა კომფორტული უპირატესობით, ისე რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ.

ლუკა ჩაგელიშვილმა მოახერხა ჰეთრიქის შესრულება, 2 დიტო გაბიძაშვილმა გაიტანა, ერთი კი ლუკა გიორბელიძემ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ჩაგელიშვილი გახდა.

„გრანდ ავლაბარი 2“ VS „მცხეთის პირველი საჯარო სკოლა“.

4:8 დაამარცხეს „მცხეთელებმა“ „ავლაბრელები“ და მსგავსად ქვემო ქართლისა, მათაც 2/2 გამარჯვება აქვთ აქტივში.

დაჩი კაპანაძემ, გუნდის კაპიტანმა მოახერხა 3 გოლის გატანა, ალექსანდრე მარჩენკომ და გიორგი ნონეშვილმა შეძლეს დუბლის შესრულება, ერთი კი გიორგი რომელაშვილმა გაიტანა.

„ავლაბრიდან“ გიორგი არაბულმა გაიფორმა დუბლი, თითო კი ილია ნუცუბიძემ და გიორგი ბაბაიანმა გაიტანეს.

აღსანიშნავია ისიც რომ, ილია ნუცუბიძე იქნა გაძევებული ორი ყვითელი ბარათის გამო.

გიორგი ნონეშვილი კი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ს.ა. 4:8.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგა, ფუტსალის ლიგა 2-თან და ლიგა 3-თან ერთად, ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდება.



  © SBM, 2016-2026