ფუტსალის ლიგა 3-ის ცხრილის სათავეში „ილიაუნი“ გადავიდა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ის ცხრილის სათავეში „ილიაუნი“ გადავიდა!

ტურის პირველი შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტსა“ და „სასკოლო აკადემიას“ შორის შედგა, სადაც გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

„აკადემიელთა“ მხრიდან გოლი დაჩი ბუცხრიკიძემ გაიტანა, „EU”-დან კი გიორგი თარხნიშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგენა.

„EU”-მ წელი მე-4 პოზიციაზე დაასრულა, „აკადემიელებმა“ კი  მე-7 ადგილზე.

MVP-გიორგი თარხნიშვილი!

MVP-დაჩი ბუცხრიკიძე!

„ილიაუნი“ VS „დუშეთი“

ტურის ყველაზე დაძაბული მატჩი, სადაც გამარჯვება „უნივერსიტეტელებს“ დარჩათ.

შეხვედრაში ანგარიში ლუკა ნიკოლეიშვილმა გახსნა, შემდეგ იყო გიორგი ნოზაძის და ლუკა სიჭინავას გოლები, რითიც „ილიაუნი“ დაწინაურდა და ტაიმი მოიგო.

30-ე წუთზე გიორგი ლაგაზაშვილმა 2:2 გახადა ანგარიში, თუმცა 34-ე წუთზე გიორგი ნოზაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და ამასთან ერთად დუბლიც შეასრულა.

ს.ა. – 3:2.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ნოზაძე და გიორგი არაბული დასახელდნენ.

„შევარდენი 2012“ VS „გრანდ ავლაბარი“.

ტურის დასკვნითი და ყველაზე უხვგოლიანი მატჩი.

შეხვედრა „ავლაბრელთა“ უპირატესობით დაიწყო, გუნდმა მიყოლებით 3 გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი კომფორტული უპირატესობით დაასრულა - 0:3.

მეორე ნახევარში „შევარდენი“-ს მოთამაშეებმა თამაშის ხარისხი გამოასწორეს, რაც შედეგზეც აისახა.

35-ე წუთისთვის ანაგარიში 4:4 იყო, თამაშის ბოლო წუთზე კი „ქუთათურებმა“ 6:5 გახადეს და 3 ქულის მოპოვება ურთულეს შეხვედრაში შეძლეს.

ჰეთრიქი შეასრულა გიორგი ხიდეშელმა, მოწინააღმდეგე გუნდიდან კი დუბლი გაიფორმა დავით წერეთელმა.

MVP-გიორგი ხიდეშელი!

MVP-გიორგი აირაპეტიანი!

ფუტსალის ლიგა 3-ის სეზონის ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდება. 



  © SBM, 2016-2026