ფუტსალის ლიგა 3-ის ერთპიროვნული ლიდერი „დუშეთია“!

ყველა სიახლე
01 დეკემბერი 2025

ფუტსალის ლიგა 3-ის ერთპიროვნული ლიდერი „დუშეთია“!

28-29 ნოემბერს სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა. 

„თსუ2“ VS „35-ე სკოლა“.

დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა, სადაც გამარჯვების მოპოვება „სკოლის ბიჭებმა“ მოახერხეს.

პირველ 20 წუთში 6 გატანილი ბურთი ვიხილეთ. 3 „თესეულებმა“ გაიტანეს 3 კი „35-ე სკოლის“ მოთამაშეებმა.

მეორე ტაიმში ლიდერი კიდევ ბევრჯერ შეიცვალა, გავიდა კიდევ 6 გოლი და ვიხილეთ 1 წითელი ბარათიც.

დუბლის შესრულება მოახერხა „თსუს“ კაპიტანმა, დავით ბერიამ, მოწინააღმდეგე გუნდიდან კი ივანე ოქროპირიძემ ჰეთ-თრიქი, ხოლო საბა მამაცაშვილმა დუბლი გაიფორმეს.

„35-ე სკოლამ“ 5:7 იმარჯვა და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი აკაკი ქიმერიძე დასახელდა, რომელმაც 2 ასისტს ერთი გოლიც დაამატა.

“SL ACADEMY” 2:6 „დუშეთი.

„დუშელებმა“ სეზონი კარგად დაიწყეს, რაც ამ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა.

გიორგი ლაგაზაშვილის ჰეთ-თრიქით მოიგო ტაიმი „დუშეთმა“.

მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი ბრძოლა ვნახეთ „აკადემიელების“ მხრიდან. ორი გოლის გატანა მოახერხეს, საიდანაც ორივე ტოლიკა კოდალაშვილს ეკუთვნის.

„დუშეთმა“ მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმი მოუგო, შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:6-ია.

3 ქულა და პირველი ადგილი ცხრილში.

MVP- გიორგი ლაგაზაშვილი!

„შევარდენი“ 3:3 “EU”.

დაძაბულ შეხვედრაში, სადაც გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა, გუნდებმა 3-3 გოლი გაიტანეს და ქულები გაიყვეს.

ალექსანდრე კაბოსნიძემ ანგარიში გახსნა, შემდეგ იყო ვახტანგ კუსიანის დუბლი და „ევროპის უნივერსიტეტმა“ ტაიმი მოიგო.

მეორე ნახევარში ალექსანდრე კაბოსნიძემ მეორე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 2:2.

გუნდებმა შეხვედრის დასრულებამდე კიდევ თითო გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ალექსანდრე კაბოსნიძე და ვახტანგ კუსიანი დასახელდნენ!

„გრანდ ავლაბარი“ 5:6 „ილიაუნი“

ტურის ბოლო და ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, სადაც „ილიაუნმა“ გამარჯვება შეხვედრის ბოლო 10 წუთში მოახერხა.

პირველი ნახევარი ფრედ 3:3 დასრულდა. „ილიაუნთა“ მე-7 ნომერმა დუბლით იჩინა თავი, ერთი კი ჯამბულ გამზარდიას გაატანინა.

ნიკა ქარცივაძე, გიორგი აირაპეტიანი, და დავით წერეთელი, მოთამაშეები რომლებმაც „ავლაბარს“ ტაიმი არ წააგებინეს და თითო გოლი გაიტანეს.

ბექა მამაგულაშვილმა ძლიერი დარტყმულით კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ „ილიაუნი.

გიორგი აირაპეტიანის დუბლით „ავლაბარმაც“ მოახერხა კიდევ ერთხელ დაწინაურება, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრის ბოლო 10 წუთი აღმოჩნდა, სადაც „უნივერსიტეტელებმა“ ორი გოლი გაიტანეს და მოგება გაიფორმეს.

ამ დაძაბული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი აირაპეტიანი და ლუკა სიჭინავა დასახელდნენ, რომლებმაც 3-3 გოლი გაიტანეს!

ასეთი გამოდგა ლიგა 3-ის მე-5 ტური, მე-6 ტური კი სტარტს 5 დეკემბერს აიღებს.



  © SBM, 2016-2025