„ბსსა“-ს ზედიზედ სამი გამარჯვება და პირველი ადგილი ცხრილში!

ყველა სიახლე
01 დეკემბერი 2025

„ბსსა“-ს ზედიზედ სამი გამარჯვება და პირველი ადგილი ცხრილში!

ისტორიაში პირველად, რუსთავის სპორტის სასახლემ ფუტსალის შეხვედრას უმასპინძლა - „რუსთავი“ VS „თსუ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მე-6 ტური რუსთავში გაიხსნა.

სპორტის სასახლეში შეკრებილ გულშემატკივარს, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შესთავაზეს.

ანგარიშის გახსნა სტუმრებმა, მე-2 წუთზე მოახერხეს. მიუხედავად სწრაფი გაშვებული გოლისა „რუსთაველებმა“ კონცენტრაცია არ დაკარგეს და ზუსტად 1 წუთში ანგარიში გაათანაბრეს 1:1.

პირველ ნახევარში როგორც ერთ, ისე მეორე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა, თუმცა პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმში „თესეუელთა“ უპირატესობა მეტად გამოიხატა, რის შედეგადაც, რომან კუხიანიძემ 1 წუთიან მონაკვეთში დუბლის შესრულება მოახერხა.

დარჩენილ წუთებში მაყურებელს გოლი აღარ უნახავს. ს.ა. 1:3.

„თსუ“ შინ 3 ქულით დაბრუნდა.

საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ნადირაძე და რომან კუხიანიძე დასახელდნენ!

ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „FLC 03-2” და „UG2” დაუპირისპირდნენ, სადაც „უნივერსიტეტელებმა“ დიდი უპირატესობით, 1:9 იმარჯვეს.

პირველ ტაიმში გოლების გატანა ლევან იახტნიშვილმა, სანდრო ქავთარაძემ, გიორგი ქავთარაძემ და გრიგოლ ბოხაშვილმა შეძლეს „UG”-ის მხრიდან. ლაშა დობორჯგინაძემ კი ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა. აქვე აღსანიშნავია ავთანდილ გლუნჩაძის ორი მოგერიებული 10-მეტრიანი დარტყმული.

მეორე ტაიმში „ნომინალურმა სტუმრებმა“ კიდევ 5 გოლის გატანა შეძლეს, აქედან კი 3 გიორგი ქავთარაძეს ეკუთვნის (ჯამში 4), 2 კი ლევან იახტნიშვილმა გაიტანა (ჯამში 3).

შეხვედრის საბოლოო ანგარიში 1:9.

„UG2” და „თსუ“ 12-12 ქულით 2-3 პოზიციებს იყოფენ ცხრილში.

MVP- გიორგი ქავთარაძე!

ტური „ქუთაისი“-ს და „ბსსა“-ს მატჩით დაიხურა.~

„ბათუმელებმა“ „ქუთათურებს“ 3:10 სძლიეს.

მოპოვებული მოედნის უპირატესობა გოლებად თემურ დევაძემ, ზვიად შამილაძემ და მოსე ჩიკიროვმა აქციეს. პირველი ნახევარი 0:3.

მეორე ტაიმში 10 გატანილი გოლი ვნახეთ. სპარტაკ ლომიძე (2), მოსე ჩიკიროვი, გიორგი დიაკვნიშვილი (2), ზვიად შამილაძე და საბა ქედელიძე. მოთამაშეები რომლებმაც „ქუთაისის“ კარის აღება მოახერხეს.

„იმერლებიდან“ თავის გამოჩენა ლუკა გურეშიძემ და გიორგი რევიშვილმა (დუბლი) მოახერხეს.

ს.ა. 3:10.

MVP-მოსე ჩიკიროვი!

მე-7 ტური 5 დეკემბერს, „რუსთავი“ „ქუთაისი“-ს დაპირისპირებით გაიხსნება.



  © SBM, 2016-2025