ფუსტალის ლიგა 3-ში მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა
ყველა სიახლე
21 და 22 ნოემბერს ფუტსალის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.
უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა „35-ე სკოლისა“ და „გრანდ ავლაბრის“ დაპირისპირება.
მატჩის სტარტი „ავლაბარს“ უკეთესი გამოუვიდა, მე-10 წუთზე გუნდი 0:3-ს იგებდა.
შესვენებაზე გუნდები 1:3-ზე გავიდნენ.
მეორე ნახევარში მაყურებელმა 7 გატანილი გოლი იხილა. „სკოლის“ ბიჭებმა 1:4 დან მოახერხეს ქამბექის შესრულება, მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის გატანა და 3 ქულის აღება.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „35 სკოლიდან“ ივანე ოქროპირიძე დასახელდა, რომელმაც გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა.
„გრანდ ავლაბრიდან“ კი საუკეთესო გიორგი აირაპეტიანი იყო.
გოლის გაუშვებლად მოიგო „დუშეთმა“ „თსუ 2“-თან - 4:0.
გიგა ლაგაზაშვილის დუბლით, გიორგი ლაგაზაშვილის და გიორგი არაბულის თითო გატანილი ბურთით დაჯაბნა მეტოქე „დუშეთმა“ და მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს ცხრილში.
MVP- გიგა ლაგაზაშვილი!
„დუშელებმა“ 4 ჩატარებულ შეხვედრაში 9 ქულის მოპოვება მოახერხეს და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.
„თსუ 2“-ს კი 3 თამაშში 3 ქულა აქვს და ბოლოდან მეორე პოზიციაზე იმყოფება.
საბრძოლო მატჩი გამოდგა „ევროპის უნივერსიტეტისა” და „ბათუმის სპორტული ცენტრის" შეხვედრა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველი ტაიმი „EU”-მ 1:0, ლუკა ბიბლაიას გატანილი ბურთით მოიგო.
„ბათუმელებმა“ ანაგრიშის აღდგენა ლუკა ჩარგეიშვილის გოლით შეძლეს. გივი ყურაშვილმა კიდევ ერთხელ გაიყვანა „EU” წინ, თუმცა გივი ფილიამ ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა.
სწორედ ლუკა ბიბლაია და გივი ფილია დასახელდნენ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად.
“BSC” და „EU” 5-6 პოზიციებზე 4-4 ქულით არიან.
„ილიაუნი“ VS „შევარდენი 2012“ - ტურის დასკვნითი თამაში.
აკაკი ბარქაიამ მე-5 და მე-6 წუთებზე 2 გოლის გატანა მოახერხა და „შევარდენი“ დააწინაურა. სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ნახევარი, თუმცა ამასთან ერთად ვიხილეთ „ილიაუნელთა“, კერძოდ კი გიორგი კაციტაძის 2 ყვითელი ბარათი.
გუნდებმა მეორე ტაიმში 2-2 გოლი გაცვალეს. ს.ა. 2:4.
აკაკი ბარქაიამ ჰეთრიქი შეასრულა და გიორგი ნოზაძესთან ( 1 გოლი ) ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ლიგა 3-ის მე-5 ტური 28 ნოემბერს, „თსუ 2“ VS „35-ე სკოლის“ დაპირისპრებით გაიხსნება.
შეხვედრებს „არენა 2“ უმასპინძლებს.




