"ქუთაისმა" "თსუ"-ს პირველობა დააკარგვინა - ცხრილში "ბსაა" გალიდერდა!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2025

21 და 22 ნოემბერს, „არენა 2“-ში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური „რუსთავისა“ და „UG2”-ის დაპირისპირებით დაიწყო, სადაც „უნივერსიტეტელებმა“ 3:6 იმარჯვეს.

მე-8 წუთზე თენგიზ პატარაიას დუბლით „UG” 0:2-ს იგებდა. „რუსთავიდან“ ერთი გოლის გატანა არჩილ ასლანიშვილმა მოახერხა და შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით გავედით.

მეტად დაძაბული გამოვიდა თამაშის მეორე ნახევარი, 30-ე წუთზე „UG2” 1:4-ს იგებდა, ამის შემდეგ უმოკლეს დროში ვნახეთ მიშიკო კანკიას და თორნიკე თოდრიას წითელი ბარათები.

ს.ა. 3:6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან იახტნიშვილი დასახელდა რომელმაც დუბლის შესრულება მოახერხა!

22 ნოემბერს „FLC03-2”-ის და „ბსსა“-ს შეხვედრა შედგა. „ბათუმის საზღვაო აკადემიის“ გუნდმა 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

ანგარიში პირველ წუთზე ბექა ლორიამ გახსნა, რასაც 5 წუთში სპარტაკ ლომიძის გოლი მოჰყვა.

ტაიმის მეორე პერიოდში მეტად გააქტიურებული „ფალკონები“ ვნახეთ, რომლებმაც 2 გოლის გატანა, ანგარიშის გათანაბრება და შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით გავსლა მოახერხეს.

მეორე ნახევარში „ბსსა“ კვლავ დაწინაურდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში 2:4-ია.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მოსე ჩიკიროვი დასახელდა, რომელიც მთელი დროის განმავლობაში ამწვავებდა საკუთარი გუნდის შეტევებს.

ტურის დასკვნით თამაშში „თსუ“ „ქუთაისი“-ს მატჩი გვქონდა.

შეხვედრა მცირე სენსაციით დაიწყო, „ქუთათურებმა“ ზედიზედ 3 გოლის გატანა მოახერხეს და ტაიმი ისე მოიგეს რომ გოლი არ გაუშვიათ!

29-ე წუთზე ერთი ბურთი რომან კუხიანიძემ გაქვითა, თუმცა „ქუთაისმა“ პასუხად 2 ბურთი გაიტანა და 36-ე წუთზე უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

„ქუთაისმა“ წარმატებული შეხვედრით, დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში!

თამაშში ვიხილეთ 2 დუბლი, რომელიც ირაკლი გვეტაძეს და ბაკურ გულუას ეკუთვნის!

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სტანისლავ მიკნიუსი, „ქუთათურთა“ კარის დარაჯი დასახელდა, რომელმაც ბევრი მოგერიებული ბურთის დაგროვება შეძლო.

ფუტსალის ლიგა 2-ის მე-6 ტური 27 ნოემბერს, რუსთავის სპორტის სასახლეში გაიხსნება.



  © SBM, 2016-2025